სიახლეები

არქივი
22 აგვისტო, 2016

ინგლისურენოვანი ფილმის პრეზენტაცია

16 სექტემბერს ამერიკის ელჩის მიწვევით სკოლა ,, პოლიგლოტის’’ მოსწავლეები იმყოფებოდნენ კინოთეატრ ,,kavea“-ში კლინტ ისტვუდის მეტად საინტერესო ბიოგრაფიული ინგლისურენოვანი დრამა ,, სალი ჰადსონის სასწაულის’’ ეკრანიზაციის პრეზენტაციაზე. ფილმის მთავარმა იდეამ და შინაარსმა ძალზე დიდი მოწონება დაიმსახურა და სასიამოვნო ემოციები აღუძრა მოსწავლეებს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ამერიკის საელჩოს და ასევე კინო ,,Kavea’’-ს ერთობლივ გუნდს.

სრულად ნახვა
8 ივლისი, 2016

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების გამოფენა

2016 წლის 8 ივნისს სკოლა ”პოლიგლოტის” დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის სოფიო ლიჩელის ხელმძღვანელობით, გამოფინეს თავიანთი მრავალფეროვანი და კრეატიული ნამუშევრები. დიდი მადლობა მათ ასეთი ლამაზი სანახაობისთვის

სრულად ნახვა
10 ივნისი, 2016

შემეცნებითი ტელეთამაში ”წიგნის თარო”

სკოლა ”პოლიგლოტის” X კლასის მოსწავლეებმა ნუციკო ნოზაძემ,ნუცი წერეთელმა და ნუცა ქაჩლიშვილმა გაიარეს ონლაინგასაუბრება პირველი არხის პროექტში ”წიგნის თარო”. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს.

სრულად ნახვა

სკოლა “პოლიგლოტში” მიმდინარეობს წლიური გამოცდებისათვის სამზადისი

სკოლა “პოლიგლოტში” მიმდინარეობს წლიური გამოცდებისათვის სამზადისი.V-XI კლასის მოსწავლეებს ვუსურვებთ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას.

სრულად ნახვა
10 ივნისი, 2016

დასრულდა 2015-2016 სასწავლო წელი

სკოლა “პოლიგლოტის” დაწყებითი განათლების კათედრამ 2015-2016 სასწავლო წლის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად გამართა შემეცნებით-გასართობი საღამო. მოსწავლეებმა წაიკითხეს თავიანთი საყვარელი ლექსები, წარმოადგინეს თეატრალური კომპოზიციები და შეასრულეს სიმღერები .

სრულად ნახვა
3 ივნისი, 2016

ლექცია კავკასიის უნივერსიტეტში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სკოლა “პოლიგლოტის” IX კლასის მოსწავლეებმა მოისმინეს მამა თეოდორეს ლექცია, თემაზე; “თავისუფლება”. ლექცია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. პოლიგლოტელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში.

სრულად ნახვა
30 მაისი, 2016

ეროვნული არქივის პროექტი -,,საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა

სკოლა ,,პოლიგლოტის” ინტელექტუალების გუნდმა მონაწილეობა მიიღო იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში ,,საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა”. პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის შვილთაშვილმა, მიშელ რამიშვილმა და ქართველი ემიგრანტის, მამია ბერიშვილის შვილმა, ტიერი ბერიშვილმა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად, ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ გამარჯვებულებს მედლები, სიგელები და პრიზები გადასცეს. დაჯილდოვებულ მოსწავლეთა შორის… Continue reading ეროვნული არქივის პროექტი -,,საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა

სრულად ნახვა
28 მაისი, 2016

გამოსაშვები საღამო

XII კლასის მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება აღნიშნეს რესტორან” ავალონში” და ულამაზესი საღამო მოუწყვეს ძვირფას მასწავლებლებსა და საყვარელ მშობლებს.

სრულად ნახვა

XII კლასის გამოსაშვები გამოცდები

სკოლა “პოლიგლოტის” XII კლასის მოსწავლეებმა წარმატებით ჩააბარეს საატესტატო გამოცდები. ვულოცავთ მათ სკოლის დამთავრებას, ვუსურვებთ წარმატებებს!

სრულად ნახვა
21 მაისი, 2016

“ქვეყანა,რომელიც მინდა, რომ ვნახო!”

21 მაისს მე-8 კლასის მოსწავლეებმა რუსული ენის მასწავლებლის იზაბელა ბულგაკოვას ხელმძღვანელობით გამართეს პრეზენტაცია, თემაზე : “ქვეყანა,რომელიც მინდა, რომ ვნახო!”. საინტერესოდ ისაუბრეს სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობებსა და კულტურაზე

სრულად ნახვა
14 მაისი, 2016

მკითხველთა კონფერენცია

2016 წლის 13 მაისს სკოლა ,,პოლიგლოტის”დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ჩაატარეს ,,მკითხველთა კონფერენცია” ჰუმანიტარული კათედრის თავმჯდომარის თეონა დიასამიძის ხელმძღვანელობით. II-VI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს წაკითხული წიგნების, მოთხრობებისა და ზღაპრების პრეზენტაციები. კონფერენციის დასასრულს სკოლის დირექციამ ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით დააჯილდოვა კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებიც გამოავლინა საგანგებოდ შექმნილმა ჟიურიმ. სკოლა ,,პოლიგლოტის” დირექტორმა, ქალბატონმა მზია დაუშვილმა მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილე… Continue reading მკითხველთა კონფერენცია

სრულად ნახვა
8 მაისი, 2016

ლექცია თემაზე: “თავისუფლება”

2016 წლის 8 აპრილს სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ანა ჯავახიშვილთან ერთად ესტუმრნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს და მოისმინეს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილის) ლექცია , თემაზე: “თავისუფლება”. ლექციის მიზანი იყო ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური აღზრდის ხელშეწყობა. ლექცია წარიმართა ახალგაზრდებთან დისკუსიის, კითხვა-პასუხის რეჯიმში,რაც ძალიან საინტერესო იყო.

სრულად ნახვა

სკოლა “პოლიგლოტში” წინა საგამოცდო სამზადისია

ახლოვდება 2015-2016 სასწ. წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები XI კლასისთვის გეოგრაფიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში. XI კლასის მოსწავლეებს ვუსურვებთ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას.

სრულად ნახვა
27 აპრილი, 2016

“ქართული ენა, ლაზარეს ენა”

2016 წლის 26 აპრილს სკოლა “პოლიგლოტის” VI-VIII-IX კლასების მოსწავლეებმა ჩაატარეს ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო , თემაზე : “ქართული ენა -ლაზარეს ენა” . მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობაზე, ენის როლზე საზოგადოებაში, ქართული ენის დაცვასა და მისი სიწმინდის შენარჩუნების აუცილებლობაძე. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა ჯავახიშვილი.

სრულად ნახვა
22 აპრილი, 2016

ლექცია თემაზე ” შექსპირი და მისი ეპოქა”

2016 წლის 22 აპრილს სკოლა “პოლიოგლოტის” მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებელ ცირა ქალიაშვილთან და მუსიკის პედაგოგ ქეთი ჯეირანაშვილთან ერთად ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტში მოისმინეს ლექცია თემაზე: “შექსპირი და მისი ეპოქა”. ლექცია წაიკითხა პროფესორმა მანანა გელაშვილმა და აცოცირებულმა პროფესორმა დავით მაზიაშვილმა. ლექცია წარიმართა ინტერაქტიური მეთოდით, მოსწავლეთა ჩართულობით, რაც ძალიან საინტერესო იყო.

სრულად ნახვა