Search
Close this search box.

სიახლეები

არქივი
12 ოქტომბერი, 2016

ლექცია თემაზე: “კლიმატი და კოსმოსი”

2016 წლის 12 ოქტომბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის მასწავლებელ ნათია ქვრივიშვილთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოისმინეს ლექცია ,თემაზე: ,,კლიმატი და კოსმოსი“. ლექცია წაიკითხა პროფესორმა გოდერძი დიდებულიძემ. მან ისაუბრა გლობალიზაციის პირობებში კლიმატთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ , განსაკუთრებით საინტერესო იყო ინფორმაცია კავკასიის რეგიონზე. მოსწავლეები დაინტერესდნენ გლობალური პრობლემებით და გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი ტიპის აქტივობაში სხვა… Continue reading ლექცია თემაზე: “კლიმატი და კოსმოსი”

სრულად ნახვა
11 ოქტომბერი, 2016

ექსკურსია კახეთში

2016 წლის 9 ოქტომბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-7-მე-8 კლასის მოსწავლეები მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე შემდეგი მარშრუტით: თბილისი-უჯარმა-ახალი შუამთა-ძველი შუამთა-იყალთო-ალავერდი-გრემი-ნეკრესი.მოსწავლეებმა დაათვალიერეს კახეთის ღირსშესანიშნაობები, მოილოცეს ტაძრები,წმ. არსენ იყალთოელის საფლავი; მოინახულეს შუამთის მონასტერში ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავი, დაათვალიერეს გრემის სამეფო-რეზიდენცია-მუზეუმი, დატკბნენ ბარაქიანი შემოდგომის ულამაზესი ხედებით, განსაკუთრებული ფერადოვნებით გამოირჩეოდა უჯარმის ტყე და ალაზნის ველი, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.… Continue reading ექსკურსია კახეთში

სრულად ნახვა
10 ოქტომბერი, 2016

ლექცია, თემაზე: ,,მეცნიერება ვეფხისტყაოსნის შესახებ

7 ოქტომბერს სკოლა ,,პოლიგლოტის” მეათე კლასის მოსწავლეებმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის პედაგოგ ანა ჯავახიშვილთან ერთად მოისმინეს პროფ. თინა ბოლქვაძის ლექცია, თემაზე: ,,მეცნიერება ვეფხისტყაოსნის შესახებ”.მოგეხსენებათ , რომ 2016-2017 სასწ. წელი არის “ვეფხისტყაოსნის” საიუბილეო წელი, ამიტომ სკოლა “პოლიგლოტში” დაგეგმილია ბევრი აქტივობა, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას.

სრულად ნახვა
7 ოქტომბერი, 2016

სკოლა ,,პოლიგლოტის“ I კლასში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ,,ანბანის მობრძანება“.

2016 წ. 6 ოქტომბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ I კლასში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ,,ანბანის მობრძანება“. მოსწავლეებმა პედაგოგებისა და მასწავლებლების წინაშე წარმოაჩინეს წინასაანბანო პერიოდში ათვისებული უნარ-ჩვევები. წაიკითხეს ლექსები ,,ანბანთქებისა“. შეეჯიბრნენ გამოცანებისა და ჩქარსათქმელების გამოცნობაში. შეასრულეს სიმღერები და ლექსებით მიეგებნენ ,,თის“ მობრძანებას მოისმინეს ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილისა და ,,დედაენის“ შექმნის შესახებ. დღის მეორე ნახევარში კლასმა მოინახულა დედაენის ძეგლი… Continue reading სკოლა ,,პოლიგლოტის“ I კლასში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ,,ანბანის მობრძანება“.

სრულად ნახვა
3 ოქტომბერი, 2016

ექსკურსია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და პატარძეულში გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში

2016 წლის 2 ოქტომბერს სკოლა ,,პოლიგლოტის” ” IX-X კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ სასწავლო-შემოქმედებით ექსკურსიაზე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და პატარძეულში გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში. მოსწავლეებმა მოილოცეს გარეჯის უდაბნოს სიწმინდეები, დაათვალიერეს ცნობილი ქართველი პოეტის გიორგი ლეონიძის სახლ-კარი, მუზეუმი, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ უკან.ექსკურსიის ორგანიზატორები იყვნენ თეონა დიასამიძე და ანა ჯავახიშვილი

სრულად ნახვა
28 სექტემბერი, 2016

იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 176-ე და ,,დედა ენის „ 140-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული

სკოლა ,,პოლიგლოტის „ დაწყებითი განათლების კათედრა ჩაერთო ი. გოგებაშვილის დაბადებიდან 176-ე და ,,დედა ენის „ 140-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულში. კვირეულის ფარგლებში სკოლაში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: 26 ოქტომბერი – ,,დედა ენის „ ესკიზების ხატვა , ხელისგულისოდენა წიგნების დამზადება ; 27 ოქტომბერი – მინილექცია ი. გოგებაშვილის მოღვაწეობის შესახებ; 28 ოქტომბერი – კედლის გაზეთების გამოფენა; 1 ნოემბერი –… Continue reading იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 176-ე და ,,დედა ენის „ 140-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული

სრულად ნახვა
25 სექტემბერი, 2016

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ეწვია სკოლა “პოლიგლოტს”

დღეს სკოლა “პოლიგლოტს”ესტუმრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა, გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელი ბატონი დავით გოგიძე და სხვა საპატიო სტუმრები.

სრულად ნახვა
23 სექტემბერი, 2016

ლექცია თემაზე: ,,ნაციონალიზმი, როგორც გლობალიზაცია და გლობალიზაცია, როგორც ნაციონალიზმი ვაჟა- ფშაველას მსოფლმხედველობაში

23 სექტემბერს სკოლა ,,პოლიგლოტის ” მოსწავლეებმა დაათვალიერეს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა ,, ვაჟა -ფშაველა – 155″ და მოისმინეს ისტორიკოს ნუკრი შოშიაშვილის სამეცნიერო- პოპულარული ლექცია: ,,ნაციონალიზმი, როგორც გლობალიზაცია და გლობალიზაცია, როგორც ნაციონალიზმი ვაჟა- ფშაველას მსოფლმხედველობაში” .

სრულად ნახვა
23 სექტემბერი, 2016

იაპონური კულტურის ფესტივალი

23 სექტემბერს სკოლა ,,პოლიგლოტის’’ მოსწავლეები იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით მიწვეულნი იყვნენ იაპონური კულტურის ფესტივალზე, რომელიც ჩატარდა თბილისის თავისუფალ უნივერსისტეტში.ფესტივალის ფარგლებში მოსწავლეებმა ნახეს ტრადიციული იაპონური ნიღბების თეატრი ,, ნოს’’ წარმოდგენა, რომელიც იაპონიიდან სპეციალურად მოწვეულმა მსახიობებმა გამართეს. ასევე დამსწრეებმა დააგემოვნეს იაპონური კერძები ,,ტაიიაკისა’’ და ,,ტაკოიაკის’’ სახელწოდებით. მოსწავლეები გაეცნენ იაპონურ კულტურას და სასიამოვნო ემოციებით დაბრუნდნენ

სრულად ნახვა
15 სექტემბერი, 2016

სკოლა “პოლიგლოტში”დაიწყო ახალი 2016-2017 სასწავლო წელი

სკოლა “პოლიგლოტში”დაიწყო ახალი 2016-2017 სასწავლო წელი. ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და პედაგოგებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! წარმატებების მომტანი ყოფილიყოს ახალი სასწავლო წელი ჩვენი სკოლისთვის.

სრულად ნახვა
12 სექტემბერი, 2016

ექსკურსია მარტვილის კანიონში და პრომეთეს მღვიმეში

2016 წლის 8-9 ოქტომბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-12 კლასი იმყოფებოდა ორდღიან ექსკურსიაზე დასავლეთ საართველოში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე-ქუთაისში, დადიანების სასახლე- სალხინოში. მოილოცეს მარტვილის მამათა მონასტერო და ბაგრატის ტაძარი.მოსწავლეები დაბრუნდნენ წარუშლელი შთაბეჭდილებებით, ექსკურსიის ორგანიზატორები იყვნენ სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორის მოადგილე საორგანიზაციო დარგში ეკატერინე სიორდია და ქართული ენის მასწავლებელი თეონა დიასამიძე.

სრულად ნახვა
5 სექტემბერი, 2016

ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: “აფხაზეთი – ჩემი ტკივილი”

5 ოქტომბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მეცხრეკლასელები აფხაზეთში დაღუპული გმირების მემორიალთან იმყოფებოდნენ, რომელიც გვირვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, ესაუბრებნენ მათ მშობლებს. ეს აქტივობა პირველი ეტაპია იმ ინტეგრირებული გაკვეთილისა, რომელიც მე-9 კლასში დაგეგმეს ქართულისა და ისტორიის მასწავლებლებმა თეონა დიასამიძემ და თინა დორეულმა თემაზე : აფხაზეთი- ჩემი ტკივილი.

სრულად ნახვა
22 აგვისტო, 2016

ინგლისურენოვანი ფილმის პრეზენტაცია

16 სექტემბერს ამერიკის ელჩის მიწვევით სკოლა ,, პოლიგლოტის’’ მოსწავლეები იმყოფებოდნენ კინოთეატრ ,,kavea“-ში კლინტ ისტვუდის მეტად საინტერესო ბიოგრაფიული ინგლისურენოვანი დრამა ,, სალი ჰადსონის სასწაულის’’ ეკრანიზაციის პრეზენტაციაზე. ფილმის მთავარმა იდეამ და შინაარსმა ძალზე დიდი მოწონება დაიმსახურა და სასიამოვნო ემოციები აღუძრა მოსწავლეებს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ამერიკის საელჩოს და ასევე კინო ,,Kavea’’-ს ერთობლივ გუნდს.

სრულად ნახვა
8 ივლისი, 2016

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების გამოფენა

2016 წლის 8 ივნისს სკოლა ”პოლიგლოტის” დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის სოფიო ლიჩელის ხელმძღვანელობით, გამოფინეს თავიანთი მრავალფეროვანი და კრეატიული ნამუშევრები. დიდი მადლობა მათ ასეთი ლამაზი სანახაობისთვის

სრულად ნახვა
10 ივნისი, 2016

შემეცნებითი ტელეთამაში ”წიგნის თარო”

სკოლა ”პოლიგლოტის” X კლასის მოსწავლეებმა ნუციკო ნოზაძემ,ნუცი წერეთელმა და ნუცა ქაჩლიშვილმა გაიარეს ონლაინგასაუბრება პირველი არხის პროექტში ”წიგნის თარო”. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს.

სრულად ნახვა