2017 წლის 26 ოქტომბერს სკოლა ,,პოლიგლოტს“ ესტუმრა სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი ,,ექსპერიმენტორიუმი“. სტუმრებმა წარმოადგინეს სახალისო ქიმიის ექსპერიმენტები, კერძოდ ,,აზოტის შოუ“.შოუს დაესწრნენ I-VIII კლასის მოსწავლეები. შოუს მიზანი იყო ქიმიისა და ფიზიკისადმი ინტერესის გაღვიძება და მოტივაციის ამაღლება.
2017 წლის 25 ოქტომბერს სკოლა“პოლიგლოტის“ I-II კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის პროფესიულ სახელმწიფო თოჯინების თეატრში, ნახეს სპექტაკლი ,,წითელქუდა“. ღონისძიება მოეწყო დაწყებითი განათლების კათედრის ორგანიზატორობით.
2017 წლის 19 ოქტომბერს სკოლა “პოლიგლოტის” დაწყებითი კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრს.მოსწავლეებმა ნახეს ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ” სათაგური” . ბავშვები ნანახით კმაყოფილნი დარჩნენ. სპექტაკლის შემდეგ მოსწავლეებმა ერთმანეთს და მასწავლებლებს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.
2017 წლის 16 ოქტომბერს სკოლა „პოლიგლოტის“ პირველკლასელებმა იზეიმეს ანბანის შემობრძანება. პატარებმა მასწავლებლებთან ერთად გაიხსენეს და შეაჯამეს წინასაანბანო პერიოდში შესწავლილი მასალა. შემდეგ მიესალმნენ ანბანს სიმღერებითა და ლექსებით.პატარების ზეიმს ესწრებოდნენ სკოლა „პოლიგლოტის“ დირექტორი ქალბატონი მზია დაუშვილი, საპატიო სტუმარი, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თავმჯდომარე, გამომცემლობა „დედაენის“ დამფუძნებელი, დეკანოზი კონტანტინე გიორგაძე, სკოლა “პოლიგლოტის ” პედაგოგები და მშობლები. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ… Continue reading ანბანის შემობრძანება
სკოლა “პოლიგლოტის ” მოსწავლეები ფიზიკის მასწავლებელ ციური პაჭკორიასთან ერთად ეწვივნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“. მოსწავლეებმა სსე-ის სათავო ოფისი და ცენტრალური სადისპეტჩერო მოინახულეს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. მოსწავლეები გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.ცენტრალური სადისპეტჩეროს შემდეგ მოსწავლეები… Continue reading “პოლიგლოტის” მოსწავლეები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ესტუმრნენ
2017 წლის 6 ოქტომბერს სკოლა „პოლიგლოტის“ მე-4 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმს. ბავშვებმა დაათვალიერეს საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი ეზოები, სახლები და საყოფაცხოვრებო ნივთები. მოისმინეს საინტერესო ლექცია ქართველი ხალხის წეს-ჩვეულების შესახებ, გადაიღეს სურათები და მოსწავლეები დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
2017 წლის 29 სექტებმბერს სკოლა “პოლიგლოტის” VIII კლასის მოსწავლეები ისტორიის მასწავლებელ ნაზი ზაალიშვილთან ერთად ესტუმრნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც გაიმართა სამეცნიერო კაფე. მოსწავლეებმა მოისმინეს ეგზეტერის უნივერსიტეტის პროფესორ ემა ზულისა და დოქტორ პიტერ ლიმინგის ლექცია თემაზე : “შევისწავლოთ ისტორია მუზეუმში” და ასევე მოისმინეს ელისო ყვავაძისა და ინგა მარტყოფიშვილის ლექცია “პრეისტორიული ადამიანის კვების რაციონი”.მოსწავლეები მოსმენილითა და ნანახით… Continue reading საქართველოს ეროვნული მუზეუმი
2017 წლის 24 სექტემბერს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გაიმართა ევროპული ენების დღე. ღონისძიებას დაესწრნენ სკოლა “პოლიგლოტის” მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები ფრანგული ენის მასწავლებელ ელენე გაფრინდაშვილთან ერთად. ღონისძიება მოიცავდა სახალისო შემეცნებით აქტივობებსა და ფრანგული, გერმანული, ესპანური,თურქული,ინგლისური,ბერძნული ენების სადემონსტრაციო ვორქშოპებს.კერძოდ, პოლიგლოტელებმა მონაწლეობა მიიღეს ვორქშოპში “ინტერკულტურული კომუნიკაცია და უხერხული შემთხვევები”,რომელიც მიზანდ ისახავდა მოსწავლეებისათის ესწავლებინა განსხვავებული კულტურული ჟესტები და… Continue reading ევროპული ენების დღე
2017 წლის 15 სექტემბერს სკოლა “პოლიგლოტი”იწყებს ახალ სასწავლო წელს!სკოლა “პოლიგლოტი” სიყვარულით გილოცავთ ახალ, 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ჯანმრთელობას, ულევ წარმატებებს და ბედნიერებას. პატივისცემით სკოლა”პოლიგლოტის” ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი
2017 წლის 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს სკოლა „პოლიგლოტის“ XI კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ორდღიან საწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე სამხრეთ საქართველოში შემდეგი მარშრუტით: თბილისი,ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, ქვაბისხევი, ჭულევი, ზარზმა, ახალციხე,ვარძია,ხერთვისის ციხე. მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს უძველესი ისტორიული მხარე, მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია ამ მხარეში არსებული ხუროთმოძღვრების ძეგლების შესახებ, მოილოცეს სიწმინდეები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. მოსწავლეებს ახლდნენ მშობლები, სკოლა… Continue reading ექსკურსია სამხრეთ საქართველოში
სკოლა,,პოლიგლოტში“ დაიწყო საზაფხულო არდადეგები. მოსწავლეების საყურადღებოდ! იმისათვის,რომ თქვენ ზაფხულის არდადეგები საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატაროთ , გირჩევთ ისეირნოთ სუფთა ჰაერზე მეგობრებთან ერთად ,წაიკითხოთ კლასგარეშე მხატვრული ლიტერატურა, გაიაზროთ ,გააანალიზოთ და იმსჯელოთ წაკითხულის შესახებ მეგობრებთან ერთად . გთავაზობთ ნუსხას იმ წიგნებისა, რომლებიც შეგიძლიათ წაიკითხოთ თქვენი ასაკის შესაბამისად. გისურვებთ ბედნიერ დასვენებას! 6-9 წლის ბავშვებისთვის ასტრიდ ლინდგრენი – “პეპი გრძელი… Continue reading ,,პოლიგლოტის” მოსწავლეების საყურადღებოდ!
სკოლა ,,პოლიგლოტში“ წარმატებით დასრულდა ეროვნული სასწავლო გეგმითა და სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები. გამოცდები ჩატარდა მე-5 – მე-10 კლასებში, თითოეულ კლასში ჩატარდა ორ-ორი გამოცდა.სკოლის ყველა მოსწავლემ ჩააბარა გამოცდები და გადავიდა მომდევნო კლასში.ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს 2016-2017 სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ ბედნიერ დასვენებასა და საზაფხულო არდადეგების შემოქმედებითად გატარებას.
სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-11 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის ბოლოს საუკეთესო შედეგებით ჩააბარეს გამოცდები: ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში. დარჩენილ ოთხ საგანში ტესტირებას (ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, ისტორიასა და მათემატიკაში) მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას ( მე-12 კლასის ბოლოს) გადიან.ადაპტირებული ტესტები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მზადდება და ყველა სკოლას ერთდროულად ინტერნეტის საშუალებით მიეწოდება. სკოლა ,,პოლიგლოტის „ კურსდამთავრებულებს… Continue reading ,,პოლიგლოტის“ მე-11 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის ბოლოს საუკეთესო შედეგებით ჩააბარეს გამოცდები
2017 წლის 15 ივნისს სკოლა ,,პოლიგლოტის“ დაწყებითი განათლების საფეხურზე II -III-IV-V-VI კლასის მოსწავლეებმა დადგეს უკვდავი მიუზიკლი,,ქეთო და კოტე“ ქართულ და ინგლისურ ენებზე. სპექტაკლის დამდგმელი რეჯისორები იყვნენ : ხათუნა ლეონიძე, თამარ სვანაძე, ნანო კვანტრიშვილი, მარიამ ნიკოლეიშვილი , მუსიკალურად გააფორმა ქეთევან ჯეირანაშვილმა,ხოლო მხატვრულად – სოფიო ლიჩელმა.
2017 წლის 15 ივნისს X კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილი მიეძღვნა ,,ვეფხისტყაოსნის“ 850 წლის იუბილეს.გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში ,,ვეფხისტყაოსნის „ პოპულარიზაცია. წარმოდგენილ პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ,,ვეფხისტყაოსნის“ტექსტის ისტორიის, სიუჟეტის, ტექსტის ორიგინალობის, რუსთაველის ბიოგრაფიის, აღმსარებლობის, რელიგიურობის, მსოფლმხედველობის,ანტიკური ფილოსოფიის,ფილოსოფიისა და ქრისტიანობის,სიყვარულისა და მეგობრობის შესახებ.გაკვეთილი ჩაატარა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ანა ჯავახიშვილმა.