2017 წლის 13 დეკემბერს სკოლა “პოლიგლოტის” XI კლასში ჩატარდა ღია-ინტეგრირებული გაკვეთილი გეოგრაფიასა და ქიმიაში. გაკვეთილის თემა იყო: ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი აირის ქიმიური, გეოგრაფიული განხილვა. მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, ისაუბრეს აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ, ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი პრევენციის საშუალებებზე. გაკვეთილი ჩაატარეს გეოგრაფიის მასწავლებელმა ნინო შეშაბერიძემ და ქიმიის მასწავლებელმა მაია აფხაზავამ.
საქართველოს ეროვნულ არქივში სკოლა “პოლიგლოტის” მეათეკლასელებმა დაათვალიერეს გამოფენა “რეპრესიები საქართველოში”. რეპრესირებულ პოეტთა, მწერალთა, მსახიობთა, საზოგადო მოღვაწეთა ბიოგრაფიებმა, პირადი ნივთების ხილვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე. ბავშვები საქართველოს ეროვნულ არქივში იმყოფებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ თეონა დიასამიძესთან ერთად.
2017 წლის 6 დეკემბერს სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლეები საქართველოს სახელმწიფო ეროვნულმა არქივმა მიიწვია მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც მიეძღვანა ქართული სახარება-პალიმფსესტის UNESCO -ს მიერ მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობად აღიარების ფაქტს.ხელნაწერი იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოიფინა. ღონისძიება გახსნეს იუსტიციის მინისტრმა ქალბატონმა თეა წულუკიანმა და საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ. ეროვნულ არქივში მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდა ხელოვნების მასწავლებელი ქეთევან მაისურაძე.
2017 წლის 4 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტის“ II კლასის მოსწავლეებმა გააცილეს შემოდგომა. პატარებმა მოაწყვეს შესანიშნავი მუსიკალურ-მხატვრული საღამო ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებით. ისაუბრეს, როგორ ზეიმობენ ქართველები შემოდგომაზე, რომელი ტრადიციული სიმღერები, რიტუალები, დღესასწაულებია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.ღონისძიების ორგანიზატორი იყო II კლასის ხელმძღვანელი ია ცაბაძე.პატარები დაემშვიდობნენ შემოდგომას და შეეგებნენ ზამთარს.
2017 წლის 1 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტს“ ესტუმრა კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი. ბატონმა ვაჟამ შეასრულა სიმღერები,მათ შორის შედგა პრემიერა სიმღერისა „რა მემართება“, გაიხსენა თავისი ცხოვრებიდან საინტერესო ამბები. „პოლიგლოტის „ვირტუოზმა მოსწავლეება მოსწავლეებმა ნიკოლოზ გახოკიძემ, სანდრო კაპანაძემ და ანი ჩხაპელიამ შეასრულეს კლასიკური ნაწარმოერბები ფორტეპიანოზე.
2017 წლის 1 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 177-ე და გარდაცვალებიდან 105 -ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სკოლა „პოლიგლოტის“ III-IV-V კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს კონფერენცია. ბავშვებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, „დედაენის” შექმნის ისტორიაზე, წაიკითხეს ლექსები და დადგეს სპექტაკლი, გააცოცხლეს XIX საუკუნის ქართული სკოლა და იაკობ გოგებაშვილი. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ III კლასის ხელმძღვანელი ხათუნა ლეონიძე და… Continue reading სკოლა „პოლიგლოტის“ III-IV-V კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს კონფერენცია
2017 წლის 30 ნოემბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ I-ა კლასმა მოაწყო ულამაზესი მუსიკალურ-მხატვრული საღამო: ,,საით მიხვალ, შემოდგომავ, შენი ჭრელი ქარებით!“ პატარებმა გააცილეს შემოდგომა სიმღერებით, ცეკვებით, ლექსებით, დადგეს მინისპექტაკლი. ღონისძიების ორგანიზატორი იყო I-ა კლასის მასწავლებელი ცირა ლომიძე . ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ქეთევან ჯეირანიშვილმა, ქორეოგრაფიული ნომრები მოამზადა რიტმიკის მასწავლებელმა ლონდა უგულავამ. ბავშვები საზეიმო განწყობით დაემშვიდობნენ შემოდგომას და ზამთარს სიხარულით… Continue reading ულამაზესი საღამო:,,საით მიხვალ, შემოდგომავ, შენი ჭრელი ქარებით!“
2017 წლის 29 ნოემბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ I ბ კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელ მაია ხიტურიძის ხელმძღვანელობით ჩაატარეს ულამაზესი თეატრალური ღონისძიება:,,ვემშვიდობებით შემოდგომას!“ მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები, გამოსამშვიდობებელი სიტყვები ქართულ და ინგლისურ ენებზე, იმღერეს, იცეკვეს და დადგეს მინისპექტაკლები. ღონისძიებისთვის დეკორაციები შექმნა ხატვისა და სახვითი ხელოვნების მასწავლებელმა სოფიო ლიჩელმა, მუსიკალურად გააფორმა ქეთევან ჯეირანაშვილმა, ხოლო ცეკვები დადგა ლონდა უგულავამ.
სკოლა „პოლიგლოტის“ დაწყებითი განათლების კათედრაზე საახალწლო განწყობა გრძელდება. დღეს III-IV-V კლასის მოსწავლეებმა დადგეს მხიარული მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ . სპექტაკლზე მუშაობდნენ III კლასის დამრიგებელი ხათუნა ლეონიძე, IV კლასის დამრიგებელი ლონდა მანაგაძე V კლასის დამრიგებელი თამარ სვანაძე, რუსული ენის მასწავლებელი ლამარა თვალიაშვილი და მუსიკის მასწავლებელი ქეთევან ჯეირანაშვილი. დეკორაცია შექმნა სოფიო ლიჩელმა. სკოლა „პოლიგლოტის“ დირექციამ პატარებს გადასცა… Continue reading მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“
2017 წლის 18 ნოემბერს სკოლა „პოლიგლოტის“ მე-6, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის მასწავლებლებთან ნათია ქვრივიშვილთან და ნინო შეშაბერიძესთან ერთად, ასევე პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მათ გაისეირნეს საქართველოში უძველესი საბაგიროთი. მოინახულეს ძუძუანას მღვიმე, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლს წარმოადგენს, რადგან სწორედ აქ იქნა აღმოჩენილი მსოფლიოში უძველესი ძაფი. მოსწავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა… Continue reading „პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა მოინახულეს ძუძუანას მღვიმე
2017 წლის 8 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტს“ ესტუმრა პოეტი მარიამ წიკლაური. VI კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის თეონა დიასამიძის ხელმძღვანელობით ქალბატონ მარიამს შესანიშნავი შეხვედრა მოუწყვეს . ბავშვებმა წაიკითხეს მარიამ წიკლაურის ლექსები, საღამო წარიმართა ძალიან თბილ, შთაბეჭდილებებისა და ემოციებით დატვირთულ გარემოში. მარიამ წიკლაურმა გამოხატა თავისი მადლიერება, უპასუხა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს. მოეფერა ბავშვებს და წაუკითხა… Continue reading „პოლიგლოტს“ ესტუმრა პოეტი მარიამ წიკლაური
2018 წლის 8 ნოემბერს სკოლა “პოლიგლოტის” X კლასის მოსწავლეებმა მოილოცეს წმ.შუშანიკის საფლავი მეტეხის ტაძარში და წმ. აბოს სახელობის ეკლესია.სიწმინდეთა მოლოცვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე.
სკოლა „პოლიგლოტის“ I კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს გობების სახელოსნო, მოუსმინეს და გაეცნენ კანფეტების ისტორიას და თავიანთი ხელით დაამზადეს კანფეტები. შემეცნებითი პროგრამის ორგანიზატორები იყვნენ Iა კლასის ხელმძღანელი ცირა ლომიძე და I ბ კლასის ხელმძღვანელი მაია ხიტურიძე.
2017 წლის 5 ნოემბერს სკოლა „პოლიგლოტის“ X-XI-XII კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ტურისტულ ლაშქრობაზე „ბატეთის ტბაზე“, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1313 მეტრზე.მოსწავლეებმა ტრანსპორტით გაიარეს ძამას ხეობა, რომელიც ულამაზესია შემოდგომაზე. გზადაგზა მოჩანდა ისტორიული ძეგლები, აქ 30-ზე მეტი ეკლესია – მონასტერია. ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ფეხით იარეს ბატეთის ტბისკენ, დაახლოებით 5 კმ. ულამაზესი ხედების ნახვის შემდეგ მოლაშქრეები… Continue reading „პოლიგლოტის“ მოსწავლეები იმყოფებოდნენ ტურისტულ ლაშქრობაზე „ბატეთის ტბაზე“
2017 წლის 5 ნოემბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ VIII კლასი იმყოფებოდა საგურამოში,ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. 8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა ,ამ თარიღთან დაკავშირებით ქართული ენისა და ისტორიის პედაგოგებმა (თეონა დიასამიძემ და ნაზი ზაალიშვილმა) თავისუფალი გაკვეთილი ჩაატარეს ილიას მამულში. ქართულის მასწავლებელმა თეონა დიასამიძემ შესწავლილი ნაწარმოებები (,,კაცია-ადამიანი?!,“,,ბაზალეთის ტბა“, ,, აჩრდილი“ და ,,ქართვლის დედას“ ) გააახსენა მოსწავლეებს და ბავშვებმა იმსჯელეს… Continue reading ,,პოლიგლოტის“ VIII კლასი იმყოფებოდა ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში