277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
Search
Close this search box.

სიახლეები

არქივი
15 იანვარი, 2016

დაიწყო 2015-2016 სასწ. წლის II სემესტრი. სკოლა “პოლიგლოტში” დაგეგმილია მრავალი სასწავლო-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.

სასწავლო წლის მეორე ნახევარში ჩატარდება სახვადასხვა ტიპის კონფერენცია და კონკურსი, ღია ინტეგრირებული გაკვეთილები, მოეწყობა კოლექტიური სვლა კინო-თეატრებსა და მუზეუმებში. დაგეგმილია შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან და მოეწყობა პრეზენტაცია, ჩატარდება ლიტერატურულ-მუსიკალური საღამოები და ა.შ. ვიმედოვნებთ, რომ სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლეები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას სასკოლო ცხოვრებაში და გამოავლენენ თავიანთ მაქსიმუმს. გისურვებთ წარმატებას.

სრულად ნახვა
15 იანვარი, 2016

მზადება კემბრიჯის უნივერსიტეტის სერთიფიკატებისათვის

სკოლა “პოლიგლოტის”მოსწავლეებმა დაიწყეს მზადება გამოცდებისთვის,რომელიც ჩატარდება ბრიტანეთის საკონსულოში.

სრულად ნახვა

საყვარელო მოსწავლეებო, პატივცემულო კოლეგებო, ძვირფასო მშობლებო! გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს

სრულად ნახვა
25 დეკემბერი, 2015

Untitled

ენერგოდაზოგვის საერთაშორისო დღესთან (11 ნოემბერი) დაკავშირებით ჩატარებულ ვიდეო გზავნილების კონკურსში მონაწილეობისათვის სკოლა “პოლიგლოტის” ეკოკლუბი დაჯილდოვდა სერთიფიკატით. კონკურსი ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციის “ეკოხედვა/Ekovision” და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, საერთაშორისო სასკოლო პროექტის SPARE ფარგლებში.

სრულად ნახვა
25 დეკემბერი, 2015

საახალწლო ბარათების კონკურსი

2015 წლის 25 დეკემბერს სკოლა “პოლიგლოტში” რუსული ენის მასწავლებლის იზაბელა ბულგაკოვას ხელმძღვანელობით ჩატარდა მოსწავლის მიერ შექმნილი, მისალოცი საახალწლო ბარათების კონკურსი. ფარული კენჭისყრით გამოვლინდნენ გამარჯვებულები. კონკურსში მონაწილეობდნენ II-VIII კლასის მოსწავლეები.I ადგილი დაიკავა VIII კლასის მოსწავლემ ნიცა კუპრაძემ II ადგილი დაიკავა კლასის მოსწავლემ თეკლა ხუხუნაიშვილმა. III ადგილი დაიკავა VIII კლასის მოსწავლემ ნინო გომელაურმა. გამარჯვებული მოსწავლეები სკოლის ადმინისტრაციამ… Continue reading საახალწლო ბარათების კონკურსი

სრულად ნახვა
22 დეკემბერი, 2015

ახალგაზრდული შემეცნებითი ტელეთამაში

კოლა ”პოლიგლოტის” XI კლასელები თაკო ერაძე, ანი გელაძე და ანი შენგელია მონაწილეობდნენ პირველი არხის პროექტში ”წიგნის თარო”. გასაუბრება გაიარა 107-მა სკოლამ, აირჩიეს- 32. მათ შორისაა ”პოლიგლოტი”.წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს პროექტის შემდეგ ეტაპზე.

სრულად ნახვა
21 დეკემბერი, 2015

ვიქტორინა ”აკაკი წერეთელი- ბედნიერი ნიჭის შემოქმედი”

2015 წლის 18 დეკემბერს კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ვიქტორინა- ”აკაკი წერეთელი- ბედნიერი ნიჭის შემოქმედი”.სკოლა ”პოლიგლოტის” გუნდმა, რომლის წევრებიც არიან ნუცა ქაჩლიშვილი, ნუცა წერეთელი, ნუციკო ნოზაძე, ელენე სვიანაძე, ლუკა ფიცხელაური, I ადგილი მოიპოვა.გუნდი დაჯილდოვდა სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.ჩვენს მოსწავლეებს ვულოცავთ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს

სრულად ნახვა
9 დეკემბერი, 2015

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში – ეთერ თათარაიძის ლექციაზე

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 2015 წლის 6 დეკემბერს შპს “პოლიგლოტის ” IX-XI კლასის მოსწავლეებმა , ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ანა ჯავახიშვილთან ერთად მოისმინეს ეთერ თათარაიძის ლექცია თემაზე ” ვაჯა-ფშაველას ნამდვილი ბიოგრაგია” და დაათვალიერეს ვაჟა-ფშაველას ხელნაწერების გამოფენა.

სრულად ნახვა
8 დეკემბერი, 2015

ღია გაკვეთილი თემაზე: “მზის სისტემა”

2015 წლის 4 დეკემბერს ბუნების პედაგოგმა ოლღა ბანცურმა VI კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: “მზის სისტემა”. გაკვეთილი იყო საინტერესო . მოსწავლეებმა წარმოადგინეს მზის სისტემის პლანეტების შესახებ პრეზენტაცია , მასწავლებელმა გამოიყენა ინტერაქტიული მეთოდები და სხვადასხვა შეფასების ფორმა.

სრულად ნახვა

ტრეინინგი მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში

2015 წლის 21-22 ნოემბერს სკოლა “პოლიგლოტის” ფასილიტატორებმა თეონა დიასამიძემ და ელიზავეტა ზაზაძემ გაიარეს ტრეინინგი “მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში” თემაზე :” მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი და პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმა. “ ფასილიტატორების შეხვედრა პედაგოგებთან დაგეგმილია 3 დეკემბერს

სრულად ნახვა
3 დეკემბერი, 2015

სტუმრად თავისუფალ თეატრში

შპს “პოლიგლოტის” VIII-IX კლასის მოსწავლეები პედაგოგებთან ეკატერინე სიორდიასა და ანა ჯავახიშვილთან ერთად ეწვივნენ “თავისუფალ თეატრს” და ნახეს მარიამ ჯალაღონიას სპექტაკლი “ჩვენ გავიმარჯვებთ” , რომელშიც მთავარ როლს თამაშობდა შპს “პოლიგლოტის” XII კლასის მოსწავლე გიგა ჯიშკარიანი.

სრულად ნახვა

I შესარჩევი ტური სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში

2015 წლის 28 ნოემბერს შპს “პოლიგლოტის” მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს 2015-2016 სასწავლო წლის სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში. ოლიმპიადის ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებას.

სრულად ნახვა
28 ნოემბერი, 2015

გამოფენა – “ცერნი დღეს” და LHC ინტერაქტიული გვირაბი”

13 ნოემბერს სკოლა “პოლიგლოტის ” IX კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ანა ჯავახიშვილთან ერთად დაათვალიერეს ცერნის ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის მოძრავი გამოფენა – “ცერნი დღეს” და LHC ინტერაქტიული გვირაბი” .

სრულად ნახვა
24 ნოემბერი, 2015

Untitled

სკოლა”პოლიგლოტი”სიყვარულით ერთვება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერ აქციაში, გამოხატავს თანაგრძნობას და უწვდის მათ დახმარების ხელს.

სრულად ნახვა
20 ნოემბერი, 2015

გამოფენა: “სახალისო მეცნიერება სკოლის მოსწავლეთათვის”

14 ნოემბერს VII-IX კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის პედაგოგებთან ნინო დაუშვილთან და მაია ჩეკურიშვილთან ერთად დაათვალიერეს გამოფენა: “სახალისო მეცნიერება სკოლის მოსწავლეთათვის”- მიიღეს მონაწილეობა სახალისო ექსპერიმენტებში, თამაშებში, ვიქტორინებში, დაიმსახურეს მოწონება და მიიღეს ფასიანი საჩუქრები.

სრულად ნახვა