სიახლეები

28 მაისი, 2017

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის პრეზენტაცია “პოლიგლოტში” 

,,სკოლა ,,პოლიგლოტს“ ესტუმრნენ შემოქმედებით-დოკუმენტური კინო ფესტივალის სინედოკ-თბილისი -2017 წ-ის წარმომადგენლები : ნინია რაჯებაშვილი ( სექცია სინედოკ-იანგის ხელმძღვანელი) და ნათია მოციქულაშვილი. სტუმრებმა გააცნეს მოსწავლეებს ფესტივალის პროგრამა და კონკურსების პირობები. დაურიგეს მოსწავლეებს საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის სარეკლამო ბუკლეტები. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეთა ჩართულობას კინო ფესტივალში, არგუმენტირებული მსჯელობის უნარის განვითარებას, აქტუალურ თემებზე მსჯელობას , პრობლემებზე დაფიქრებას. წლევანდელი კინოფესტივალის თემაა:… Continue reading საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის პრეზენტაცია “პოლიგლოტში” 

სრულად ნახვა

,,პოლიგლოტის „ კურსდამთავრებულებმა საუკეთესო შედეგებით ჩააბარეს სკოლის დამამთავრებელი გამოცდები

სკოლა ,,პოლიგლოტის „ კურსდამთავრებულებმა საუკეთესო შედეგებით ჩააბარეს სკოლის დამამთავრებელი გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ისტორიასა და ინგლისურ ენაში. სკოლას ჰყავს 26 კურსდამთავრებული, მათ შორის არის 4 ოქროსმედალოსანი: თამთა ნოზაძე, მედეა ყრუაშვილი, მარიამ აზირაშვილი და მეგი რევიშვილი. ჩვენი კურსდამთავრებულები ემზადებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. ვუსურვებთ მათ წარმატებებს.

სრულად ნახვა
23 მაისი, 2017

გამოფენა ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში

ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში ბავშვთა ნახატების გამოფენა “ეროვნული სამოსის გაცოცხლება” მოეწყო. სკოლა “პოლიგლოტის” დაწყებითი კათედრის მოსწავლეებმა ხატვისა და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის სოფიო ლიჩელის ინიციატივითა და ორგანიზატორობით მიიღეს მონაწილეობა ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში მოწყობილ ღონისძიებაში. მოსწავლეებმა გამოფინეს თავიანთი ნახატები მუზეუმის სივრცეში, გააცოცხლეს ფიროსმანის ნამუშევრების პერსონაჟები და ეროვნული სამოსი.გამოფენა გაგრძელდა 18 დან 23 მაისამდე.

სრულად ნახვა
17 მაისი, 2017

ღია-ინტეგრირებული გაკვეთილი – ,,აფხაზეთი- ჩემი ტკივილი”

სკოლა ,,პოლიგლოტის” ჰუმანიტარულ-საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ესთეტიკურ-სპორტული აღზრდის კათედრაზე ჩატარდა ღია-ინტეგრირებული გაკვეთილი IXკლასში-გეოგრაფიაში, ხელოვნებაში, ქართულსა და ისტორიაში. გაკვეთილი ჩაატარეს ნინო შეშაბერიძემ, ქეთევან მაისურაძემ,თეონა დიასამიძემ და თინათინ დორეულმა. გაკვეთილის თემა იყო: ,,აფხაზეთი- ჩემი ტკივილი”. გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდებითა და რესურსებით დატვირთული, ინფორმაციული, შემოქმედებითი, მოსწავლეებმა გამოავლინეს კარგი ცოდნა, მსჯელობისა და ანალიზის უნარი.

სრულად ნახვა
16 მაისი, 2017

,,ენა,მამული, სარწმუნოება!“

სკოლა ,,პოლიგლოტის“ დაწყებითი განათლების კათედრაზე V კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მაკა ტოფაძის ხელმძღვანელობით გამართეს დაუვიწყარი საღამო, თემაზე: ,,მამული,ენა ,სარწმუნოება!“ მოსწავლეებმა წიკითხეს ლექსები, ისაუბრეს დიდი ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ღვაწლის შესახებ. შეასრულეს სიმღერები, დადგეს მინისპექტაკლი.

სრულად ნახვა
16 მაისი, 2017

“პოლიგლოტის” მოსწავლეებმა შეასრულეს ნახატები საქართველო-იაპონიის მეგობრობის თემაზე

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 25 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაში. ხატვისა და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის სოფიო ლიჩელის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა შეასრულეს ნახატები საქართველო-იაპონიის მეგობრობის თემაზე. ნახატები გამოიფინება საქართველო-იაპონიის ასოციაციის, სკოლა-,,ქართული სასწავლებლის“ შენობაში. ნახატების გამოფენა მოეწყობა აგრეთვე, იაპონიაში.

სრულად ნახვა
15 მაისი, 2017

აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მუზეუმში

სკოლა „პოლიგლოტის“ VII-VII კლასის მოსწავლეები ბიოლოგიის მასწავლებელთან როზა წიკლაურთან ერთად იმყოფებოდნენ აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მუზეუმში. დაათვალიერეს საინტერესო ექსპონატები ცხოველების, მცენარეებისა და ბუნებრივი ძეგლების შესახებ. მოსწავლეები გაეცნენ სახლეებს და დიდი შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ ლაბორატორია-მუზეუმიდან.

სრულად ნახვა
4 მაისი, 2017

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა ნაძალადევის გამგეობის მიერ გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე ხეები დარგეს!

სკოლა ,,პოლიგლოტმა“ მიიღო მონაწილეობა აშშ-ს სატყეო სამსახურის, USFS-ისა და USAID-ის,მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და მოიპოვა გრანტი. პროექტის ხელმძღვანელმა სკოლა ,,პოლიგლოტის“ გეოგრაფიის მასწავლებელმა ნინო შეშაბერიძემ,თანაავტორებმა: ბიოლოგიის მასწავლებელმა როზა წიკლაურმა და ქიმიის მასწავლებელმა მაია აფხაზავამ, მოხალისე მოსწავლეებთან ერთად განახორციელეს საინტერესო ღონისძიებები პროექტისათვის: „თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება.“

სრულად ნახვა
3 მაისი, 2017

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეები თოჯინების თეატრს ესტუმრნენ

2017 წლის 28 აპრილს სკოლა ,,პოლიგლოტის“ I-II-III კლასის მოსწავლეები მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად ესტუმრნენ მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურულ ცენტრ,,მუზას“ და ნახეს თოჯინების სპექტაკლი -,,წუნა და წრუწუნა“.

სრულად ნახვა
2 მაისი, 2017

საგაზაფხულო გამოფენა

2017 წლის 1 მარტს დაწყებითი განათლების კათედრაზე მოეწყო საგაზაფხულო გამოფენა. მოსწავლეებმა ულამაზესი ნამუშევრები გამოფინეს და შეეგებნენ გაზაფხულს. გამოფენა გაიხსნა სასიამოვნო მუსიკის ფონზე. მშობლებმა და პედაგოგებმა დაათვალიერეს მოსწავლეების ნახატები. დიდი მადლობა ხატვის მასწავლებელს სოფიო ლიჩელს დაუღალავი შრომისა და არაჩვეულებრივი გამოფენის მოწყობისათვის.

სრულად ნახვა
28 აპრილი, 2017

,,პოლიგლოტის“მოსწავლეები ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მერვე კლასის მოსწავლეები ფრანგული ენის მასწავლებელ ელენე გაფრინდაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში , მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში “მედიათეკის აღმოჩენა”. ბავშვებმა დაათვალიერეს მედიათეკა,გაიცნეს საქართველოში არსებული ყველა სახის ფრანგული ბეჭდური და ციფრული რესურსი. ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებმა უფასოდ მიიღეს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში ჩაწერის ერთწლიანი ბარათი.

სრულად ნახვა
27 აპრილი, 2017

სტუმრად ფრანგულ კავკასიურ სკოლაში

სკოლა ,,პოლიგლოტის “ დაწყებითი განათლების საფეხურის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფრანგული სკოლა, გაეცვნენ ფრანგული განათლების სისტემას, შეხვდნენ ფრანგ ბავშვებსა და მასწავლებლებს. მოსწავლეებმა დააგემოვნეს ფრანგული კრუასანები და სასიამოვნო ფრანგულ გარემოში გაატარეს რამდენიმე საათი. პროექტის ხელმძღვანელი იყო ფრანგული ენის პედაგოგი ელენე გაფრინდაშვილი. პროექტის მიზანი არის ფრანგული კულტურის გაცნობა და ფრანგულ სკოლასთან მეგობრობა.

სრულად ნახვა
24 აპრილი, 2017

სტუმრად ახალგაზრდა ლიდერთა ასოციაცია “ალეაში”

სკოლა ,,პოლიგლოტის“ VIII-IX კლასის მოსწავლეებმა მარიამ გუშარაშვილმა , ნიკა გახოკიძემ, დეა ყორჩიშვილმა, ელენე მესხიშვილმა, ნია ნადირაძემ და ანანო რაზმაძემ მიიღეს მონაწილეობა ,,ალეა“ -ს ( ახალგაზრდა ლიდერთა ეროვნული ასოციაცია) პროექტში: ,,თანამედროვე მსოფლიო აფრიკის განვითარებისათვის „ – MWDA, რომლის მიზანი არის მოტივირებული ახალგაზრდების გაერთიანება და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ და პრობლემურ თემებზე მუშაობა. პროექტი მიმდინარეობდა 22-23-24 აპრილს .… Continue reading სტუმრად ახალგაზრდა ლიდერთა ასოციაცია “ალეაში”

სრულად ნახვა
22 აპრილი, 2017

“პოლიგლოტის „ მოსწავლეები ესტუმრნენ ილიაუნის თეტრალურ სარდაფს

22 აპრილს სკოლა ,,პოლიგლოტის „ მოსწავლეები ესტუმრნენ ილიაუნის თეტრალურ სარდაფს და ნახეს გიორგი ერისთავის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი : ,,ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი.“

სრულად ნახვა
17 აპრილი, 2017

„პოლიგლოტის“მოსწავლეები ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ეწვივნენ დედაენის ძეგლს

2017 წლის 17 აპრილს სკოლა – „პოლიგლოტის“ II – III – IV – V კლასის მოსწავლეები ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ეწვივნენ დედაენის ძეგლს,რომელიც ყვავილებით შეამკეს. ღია ცის ქვეშ მოაწყვეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია. ისაუბრეს ქართული ენის ისტორიასა და დანიშნულებაზე. გაიხსენეს გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართული ენის აღორძინებებში.

სრულად ნახვა