საყვარელო მოსწავლეებო, ძვირფასო კოლეგებო და პატივცემულო მშობლებო! სკოლა “პოლიგლოტში” განახლდა სასწავლო პროცესი , გილოცავთ II სემესტრის დაწყებას. გისურვებთ წარმატებებს სწავლაში, შემოქმედებით მოღვაწეობასა და ყოველდიურ საქმიანობაში.
ძვირფასო მეგობრებო! გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ სიკეთის, ულევი სიხარეულის , წარმატებისა და მრავალი საინტერესო სიახლის მომტანი ყოფილიყოს ახალი 2017 წელი. უფლის წყალობა, ხვავი და ბარაქა არ მოაკლდეს თქვენს ოჯახებს. მშვიდობა, სიყვარული და კაცთა შორის სათნოება დამკვიდრებულიყოს.
28 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტის“ IV-VII კლასის მოსწავლეებმა დაუვიწყარი საღამო მოაწყვეს. ინგლისურ ენაზე გააცოცხლეს დისნეის ზღაპრები: „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, „წითელქუდა“, „მახინჯი ბატის ჭუჭული“ და „კონკია“ . მოსწავლეებმა გამოავლინეს მსახიობური ნიჭი და ინგლისურ და რუსულ ენებზე შეასრულეს სიმღერები, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და მოგვილოცეს შობა-ახალი წელი. ზეიმის ბოლოს VII კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენაზე წარმოადგინეს თუ როგორ აღნიშნავდნენ… Continue reading გაცოცხლებული ზღაპრის გმირები
23 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტის“ დაწყებითი განათლების კათედრაზე საახალწლო ზეიმი ჩატარდა. სკოლას ეწვივნენ თოვლის ბაბუა და ფიფქია. I-IV კლასის მოსწავლეებმა გააცოცხლეს ეს ზღაპრის გმირები , იცეკვეს, იმღერეს და წაიკითხეს ლექსები, ითამაშეს ფიფქიასთან ერთად, მიიღეს მონაწილეობა სახალისო კონკურსებში და მოგვილოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი. ზეიმის ბოლოს თოვლის ბაბუამ ბავშვებს დაურიგა საჩუქრები, ასევე მკითხველთა კონფერენციაში მონაწილეებს სკოლის დირექციამ საჩუქრებთან… Continue reading საახალწლო ზეიმი
20 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტის“ VII კლასში ჩატარდა ღია ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენაში, ისტორიასა და მუსიკაში. გაკვეთილის თემა იყო : “სიმღერებად ქცეული ლექსები“ . პედაგოგებმა გამოიყენეს ინტერაქტიული მეთოდები. მოსწავლეებმა ისაუბრეს ლექსებსა და მათზე შექმნილი სიმღერების ისტორიაზე. მოისმინეს ცნობილი კომპოზიტორების მიერ შექმნილი სიმღერები. გაკვეთილი წარიმართა ამაღლებულ განწყობაზე . მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთიც, რომელშიც განათავსეს ინფორმაცია სიმღერებად ქცეული… Continue reading ღია ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: “სიმღერებად ქცეული ლექსები“
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები ბოულინგის ტურნირის ფინალში არიან . ვულოცავთ ჩვენს კლასის მოსწავლეებს და ვუსურვებთ წარმატებებს.
14 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტში“ თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრალური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მე- XII კლასელებისათვის მოაწყო პრეზენტაცია. მოსწავლეები გაეცნენ ამ უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს, მოისმინეს ინფორმაცია უნივერსიტეტის სტუდენტურ ცხოვრებაზე და პასუხი მიიღეს საინტერესო კითხვებზე. 17 დეკემბერს მე-XII კლასელები ესტუმრნენ ამ უნივერსიტეტებს ღია კარის დღეზე. სკოლის დირექცია მადლობას უხდის პრეზენტაციისთვის და სიამოვნებით ითანამშრომლებს აღნიშნულ უნივერსიტეტებთან.
2016 წლის 16 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტში“ მოეწყო დაწყებითი განათლების საფეხურის მკითხველთა კონფერენცია , რომლის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება . მოსწავლეებმა წარმოადგინეს წაკითხული წიგნის პრეზენტაცია . განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და კრეატიულობით გამოირჩეოდნენ VI კლასის მოსწავლეები. ყველაზე ორიგინალური პრეზენტაცია გააკეთა VI კლასის მოსწავლემ ეფემია ბასილიამ . მან „ვეფხისტყაოსნის „ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საგალობლების ფონზე წარმოადგინა პრეზენტაცია „ჩემი რუსთაველი… Continue reading მკითხველთა კონფერენცია
2016 წლის 9 დეკემბერს I და II კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ზურაბ წერეთლის საგამოფენო დარბაზს, სადაც დაათვალიერეს ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა. მოსწავლეები ნანახით აღფრთოვანდნენ და დაბრუნების შემდეგ ხატვის მასწავლებლის დახმარებით შეასრულეს ჩანახატები. პატარებმა გამოხატეს შთაბეჭდილებები. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ I კლასის დამრიგებელი ინგა შველიძე და II კლასის დამრიგებელი ხათუნა ლეონიძე.
1 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტის“ X და XI კლასის მოსწავლეები პედაგოგ ქეთევან მაისურაძესთან ერთად ეწვივნენ ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეას, სადაც საგანმანათლებლო ღონისძიება – ოთარ მჭედლიშვილის ვორქშოფი „დაზგის გარეშე წიგნის აკინძვა“- ჩატარდა. ღონისძიებაში სკოლის ცხრა მოსწავლე მონაწილეობდა. მათ წიგნის აკინძვის ტექნოლოგია დეტალურად შეისწავლეს. ვორქშოფი სამ საათს გაგრძელდა. თითოეულმა მონაწილემ საკუთარი ხელით, დაზგის გარეშე, შექმნა წიგნი სქელი ყდით,… Continue reading ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში ჩატარდა საგანმანათლებლო ღონისძიება ვორქშოფი „დაზგის გარეშე წიგნის აკინძვა“
9 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტში“ პრეზენტაცია მოაწყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა. მათ მე-12 კლასელებს მოაწოდეს საინტერესო ინფორმაცია ამ უნივერსიტეტის შესახებ . უპასუხეს შეკითხვებს და დაწვრილებით გააცვნეს სასწავლო პროგრამები . ჩვენი სკოლის არაერთი კურსდამთავრებული არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტი. ჩვენმა აბიტურიენტებმა მოიწონეს სასწავლო პროგრამები და აღნიშნეს , რომ სიამოვნებით გააგრძელებენ სწავლას ამ უნივერსიტეტში.
2016 წლის 20 ნოემბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარის ელენე სვიანაძის ორგანიზატორობითა და სკოლის დირექციის ხელშეწყობით ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში. კერძოდ, სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორმა, ქალბატონმა მზია დაუშვილმა, ,,ბერი ანდრიას სახელობის ბავშვთა ფონდს“ გადაურიცხა თანხა და შეუძინა საკვები პროდუქტები და ტკბილეული , ხოლო სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა დაავადებული ბავშვებისათვის შეაგროვეს საჩუქრები, სათამაშოები, წიგნები და… Continue reading საქველმოქმედო აქცია
2016 წლის 18 ნოემბერს V-VI კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრს და ნახეს სპექტაკლი “კუკარაჩა”.
2016 წლის 9 ნოემბერს სკოლა “პოლიგლოტში” ჩატარდა გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი შიდა სასკოლო ტურნირი ჭადრაკში. ტურნირი ჩატარდა ოლიმპიური სისტემით, მონაწილეობა მიიღო 14-მა მოჭადრაკემ. I საპრიზო ადგილი დაიკავა V კლასის მოსწავლემ ლუკა კვარაცხელიამ ,IIადგილზე გავიდა VI კლასის მოსწავლე ლიზი ბაკაშვილი, ხოლო III ადგილზე გავიდა III კლასის მოსწავლე რეზი იაკობიზე. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ქების სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.
2016 წლის 2 ნოემბერს სკოლა ,,პოლიგლოტში“ იაკობ გოგებაშვილის იუბილესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში II-III-IV კლასის მოსწავლეებმა დადგეს ლიტერატურულ – მუსიკალური სპექტაკლი, სახელწოდებით :,,მოვეფეროთ იაკობსა და დედა ენას“. პატარებმა გამომეტყველებით წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, ფორტეპიანოზე შეასრულეს მუსიკალური ნაწარმოები , იცეკვეს, დადგეს სკეტჩები იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით. საღამოს ორგანიზატორები იყვნენ დაწყებითი კლასების პედაგოგები ხათუნა ლეონიძე, ეკა მათიაშვილი და თამარ… Continue reading ლიტერატურულ – მუსიკალური სპექტაკლი, სახელწოდებით:,,მოვეფეროთ იაკობსა და დედა ენას“