კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

583909416_857276840153247_1754924389001837664_n
583080577_856991360181795_2436528277523981620_n
577061666_851955764018688_7169602690524332034_n
577551947_850201540860777_8110595099542610480_n
577365724_850179477529650_5634843777340064764_n
575206069_847795174434747_2207880780138583111_n

I -ა კლასის გამოსაშვები ზეიმი

2019 წლის 21 მაისს ულამაზესი დღე დადგა სკოლა ,,პოლიგლოტში“ , რადგან შემოცქრიალდნენ იისფერ კაბებსა და გვირგვინებში გამოწყობილი გოგონები და კლასიკურად მორთული ბიჭუნები. I -ა კლასმა საყვარელი პედაგოგის ოლიკო ხოკრიშვილის ხელმძღვანელობით გამართა გამოსაშვები საღამო. პატარებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილზე, დედა ენის მადლზე, ანბანის ისტორიაზე, სიყვარულზე, სკოლაში გატარებულ პირველ უმშვენიერეს წელზე . ულამაზესი ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით აღნიშნეს სკოლაში გატარებული პირველი საუკეთესო წლის დასრულება. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ქეთევან ჯეირანაშვილმა და დეკორაციები შექმნა სოფიო ლიჩელმა. მოსწავლეებმა და მშობლებმა მადლობა გადაუხადეს საყვარელ მასწავლებლებსა და სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექციას დაუღალავი შრომისა და სუკეთესო სასწავლო გარემოს შექმნისათვის.