სკოლა პოლიგლოტის I (გ)კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მარიამ ხუსკივაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი – ,,ანბანის შემობრძანება”. თემატურად მოწყობილ საკლასო ოთახებში მოსწავლეებმა შეაჯამეს ნასწავლი მასალა სახალისო აქტივობებით.
წაიკითხეს წინასაანბანო პერიოდში ნასწავლი ლექსები და შეასრულეს თემატური სიმღერები. მასწავლებელმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის შესახებ და გადასცა ხელნაწერი ბარათები ,,დედა ენაზე”.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მარიამ ხუსკივაძეს ასეთი საინტერესო ღია გაკვეთილის ჩატარებისათვის.