სკოლა პოლიგლოტის II ა კლასის მოსწავლეებმა შემოქმედებითი გასვლითი აქტივობა ჩაატარეს ულამაზეს გარდენიაში.
აქტივობის ორგანიზატორი იყო კლასის დამრიგებელი ნონა წამალაშვილი, ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, ნინო ოქრუაშვილი, ასევე ახლდათ სკოლის ფსიქოლოგი, თეა ჯაღიაშვილი.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ულამაზესი ბაღი, გაეცვნენ მცენარეთა მრავალფეროვნებას, მოისმინეს საინტერესო ლექცია ყვავილების მოვლა-გაფრთხილების შესახებ. თავად ჩარგეს ქოთანში ყვავილები, რომელიც თითოეულს საჩუქრად გადაეცა.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს ასეთი საინტერესო აქტივობისათვის.










