კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

dd44b5da-41b8-42ed-bb20-0ef6e190f671
6366b705-fc87-45cb-923f-d5ffe9f97d4f
att
42bd4ff9-c647-4c6a-b5c8-c7752bc535a6
att(4)
att(7)

IVა კლასის საახალწლო ღონისძიება

ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს სკოლა ,,პოლიგლოტის“ IVა კლასელებიც სიხარულით ელიან. მათ თავიანთი საშობაო სურვილი მაყურებელს გაანდეს, ოცნების ასახდენად კი ზღაპრის ჯადოსნურ ქვეყანაში იმოგზაურეს. ბავშვებმა მოირგეს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულენოვანი ზღაპრის გმირების როლი, ამეტყველდნენ და ამღერდნენ მათ მშობლიურ ენაზე. ღონისძიების დასასრულს კი საშობაო სურვილი აისრულეს, სანტასაც ეწვივნენ ლაპლანდიაში, გააოცეს თავისი კრეატიულობით და სურვილით, რომ მისთვისაც მადლობა გადაეხადათ და მიელოცათ დამდეგი ახალი 2024 წელი.

დიდი მადლობა კლასის დამრიგებელ სოფო დვალიშვილს, პედაგოგებს სალომე ქერაშვილს, ირმა ჭანკოტაძეს, ლამარა თვალიაშვილს, ანი ზაზაშვილს  გაწეული შრომისთვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.