სკოლა პოლიგლოტის IV ბ კლასის მოსწავლეებმა ზამთრის საახალწლო ბრჭყვიალა ვარიაციები წარმოგვიდგინეს. თითოეულმა მოსწავლემ არაჩვეულებრივად მოირგო მსოფლიოს სხვადასხვა კინოსა თუ ესტრადის ცნობილი ვარსკვლავის როლი. ინგლისურად, ფრანგულად და რუსულად შეასრულეს ლექსები და სიმღერები.
დიდი მადლობა კლასის დამრიგებელ ნინო ოქრუაშვილს და პედაგოგებს: სალომე ქერაშვილს, ლამარა თვალიაშვილს, ირმა ჭანკოტაძეს, ანი ზაზაშვილს და სოფიო ლიჩელს შესანიშნავი წარმოდგენისთვის.
ასევე დიდ მადლობას ვუხდით მშობლებს აქტიური თანამშრომლობისათვის.