სკოლა „პოლიგლოტის“ მე-IX კლასის მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგთან ქეთევან მაისურაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, სადაც სკოლის მოსწავლეებისათვის შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია მომავალ თაობებს გააცნონ თანამედროვე ქართველი მხატვრები. მუზეუმში მოსწავლეები ჩაერთნენ საგანმანაღლებლო პროგრამაში ,,კალეიდოსკოპი“. პროექტის ავტორმა კოტე ბოლქვაძემ ჩაატარა ტური ქართველ მხატვართა შემოქმედაბზე.
მოსწავლეებმა მოინახულეს მხატვრების: ირაკლი ფარჯიანის, აპოლონ ქუთათელაძის, ლევან ცუცქირიძის, ესმა ონიანის, ლევან ჭოღოშვილის, ნათელა იანქოშვილის, ესმა ონიანის და სხვა მხატვართა შემოქმედება. პოლიგლოტელები ინფორმაციის მიღების გარდა ჩაერთნენ საგანმანათლებლო და ანალიტიკურ თამაშებში, რომელიც ინტერაქციული იყო და მოსწავლეებმა შეძლეს ანალიტიკური თამაშების დახმარებით ახალი ინფორმაციის მარტივად დამახსოვრება.
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევან მაისურაძეს ასეთი საინტერესო აქტივობისათვის.








