2018 წლის 21 მარტს სკოლა “პოლიგლოტის” VIII, IX კლასის მოსწავლეები პედაგოგ ქეთევან მაისურაძესთან ერთად ეწვივნენ ეროვნულ გალერეას, სადაც მოინახულეს რენესანსის პერიოდის იტალიელი მოქანდაკის,მხატვრის და არქიტექტორის მიქელანჯელოს გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც შეიქმნა სიქსტის კაპელის მოხატულობაზე მუშაობის პერიოდში. მოსწავლეებმა აგრეთვე დაათვალიერეს გალერეაში გამოფენილი ქართველი მხატვრების: ფიროსმანის, დავით კაკაბაძისა და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები.
სკოლა პოლიგლოტის მე-5(ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ლინეტა ფუთურიძესთან ერთად იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლზე – “წითელკანიანთა ბელადი”. სპექტაკლი ონავარ ბიჭზე, მის გამტაცებლებზე, მშობლებზე მოგვითხრობს და გვახსენებს, რომ ბოროტება ყოველთვის უკან უბრუნდება მის ჩამდენს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ლინეტა ფუტურიძეს საინტერესო კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-4(ა,ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან ერთად იმყოფებოდნენ ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლზე ,,ცისფერი ირემი”. სპექტაკლს ლიტერატურულ საფუᲫვლად არᲩილ სულაკაურის მოᲗხრობა,, ცისფერი ირემი” დაედო. სპექტაკლი სიკეᲗისა და ბოროტების მარადიულ ბრᲫოლაზე მოგვითხორბს. მᲗავარი გმირები ამარცხებენ ბოროტებას, იმარჯვებს სიკეᲗე, სიყვარული და Თავისუფლება. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს – მაკა ტოფაძესა და თამარ ჯანხოთელს საინტერესო კლასგარეშე… Continue reading მე-4(ა,ბ) კლასის მოსწავლეები თეატრში
სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა) კლასში ლინეტა ფუთურიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე: ქართული ხალხური ლექსი “ქართლის ტყვე”. გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეები მოსწავლეებმა ისაუბრეს თავისუფლების ფასზე, სამშობლოს სიყვარულის არსსა და მნიშვნელობაზე. გარდა ტექსტის ლიტერატურული გააზრებისა, მათ იმსჯელეს მის გრამატიკულ ფორმებზე. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ლინეტა ფუთურიძეს საინტერესო ღია გაკვეთილის ჩატარებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-7 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით ინგლისური ენის მასწავლებელთან და დამრიგებელთან ეკატერინე შუბითიძესთან ერთად წარმოადგინეს პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე. მოსწავლებმა შექმნეს ხელთნაკეთი გლობუსი, რომელზეც მონიშნეს კონტინენტები და ოკეანეები. აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა შემოქმედებითი და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ეკატერინე შუბითიძეს საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე- 3(ა) კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის პედაგოგ მარიამ ცაბაძესთან და დამრიგებელ ნონა წამალაშვილთან ერთად წარმოადგინეს პროექტი სახელწოდებით” Happy earth day- let’s take care of the earth.” მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს პრეზენტაციები დედამიწის ბინადარ ცხოველებსა და მცენარეებზე. ბოლოს კი შეასრულეს სიღერა “earth, we’re in it together. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს თემატური აქტივობის ორგანიზებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-9(ა,ბ) კლასის მოსწავლეები, ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან ერთად ეწვივნენ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს, სადაც ჩაერთნენ საგანმანათლებლო პროგრამაში „კალეიდოსკოპი“. პროგრამის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ მათთვის უცნობ თანამედროვე ქართველ მხატვრებს, მათ სტილს, ისტორიულ პერიოდებს და აითვისონ ხელოვნებაში დანერგილი საკვანძო სიტყვების მნიშვნელობა. მოსწავლეები საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გაეცნენ მე-XX საუკუნის ქართველ მხატვართა შემოქმედებას და დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმის… Continue reading მე-9(ა,ბ) კლასი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში
დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლა პოლიგლოტის მე-6, მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებმა გეოგრაფიის მასწავლებელ, ნინო წამალაშვილთან ერთად ჩაატარეს საინტერესო ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა გააკეთეს პოსტერები, გამოუშვეს კედლის გაზეთები და წარადგინეს პრეზენტაციები. ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მისი დაცვა, მასზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალდებულებაა. აღნიშნულმა ღონისძიებამ ხელი შეუწყო გუნდური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. სკოლა… Continue reading მე-6, მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს
დედამიწის დღესთან დაკავშირებით მე-4(ა,ბ) კლასებში ჩატარდა სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა. მოსწავლეებმა ქვეყნის ნაკრძალებსა და დაცულ ტერიტორიებზე წარმოადგინეს პრეზენტაციები. ისაუბრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი უნიკალური ბუნების შენარჩუნება და გააცნობიერეს ნაკრძალის არსებობის მნიშვნელობა. ასევე, მისწერეს წერილი დედამიწას სახელწოდებით,, დედამიწა გპირდები რომ… “. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს: თამარ ჯანხოთელსა და მაკა წურწუმიას თემატური აქტივობების ჩატარებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეების ვიზიტი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დღე 3 ეს იყო დელეგირებული ვიზიტი ავსტრიის პარლამენტში. ვიზიტის განმავლობაში მათ შეისწავლეს თუ როგორ იქმნება კანონები, როგორ მიმდინარეობს დებატები, რა როლი აქვთ პარლამენტარებს და რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქის ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში. ევროპის პარლამენტში ჩაერთნენ role-play game-ში, რომელიც არის ინტერაქტიული საგანმანათლებლო აქტივობა. მოსწავლეებმა თავად მოირგეს ევროპარლამენტარების როლი, განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები,… Continue reading სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეების ვიზიტი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში – დღე 3
დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლა პოლიგლოტის მე-2(გ) კლასში დამრიგებელმა ანი ჭელიძემ, ჩაატარა სახალისო და შემეცნებითი აქტივობები. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გააფერადეს პოსტერები და ითამაშეს სახალისო თამაშები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანი ჭელიძეს თემატური აქტივობის ჩატარებისათვის.