კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

Screenshot
image00001
Untitlederer
605110731_885974837283447_4720933843484937573_n
image00004
601339104_880714467809484_6987369474849657019_n

V (ბ) კლასის ექსკურსია კახეთში

სკოლა პოლიგლოტის V (ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ნინო ოქრუაშვილთან და მშობლებთან ერთად შემოდგომის კახეთი მოინახულეს.

ექსკურსიის განმავლობაში მოსწავლეები ესტუმრნენ რევაზ ინანიშვილის სახლ- მუზეუმს. გაეცვნენ მწერლის შემოქმედებას და დიდი ინტერესით დაათვალიერეს მისი პირადი ნივთები.

დღის მეორე ნაწილში გადაინაცვლეს თევდორაშვილების მარანში,  სადაც  მოსწავლეებმა თავად დაკრიფეს ყურძენი, დაწურეს საწნახელში, ამოავლეს ჩურჩხელები და თონეში გამოაცხვეს კახური შოთები.

კულტურულ ფასეულობათა პატივისცემის მიზნით, დაათვალიერეს ქართული ტრადიციული მარანი და გაეცნენ ღვინის წარმოების, შენახვის და დაძველების პროცესს.  ასევე ღვინის ატრიბუტებს. 

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო ოქრუაშვილს ასეთი საინტერესო და სახალისო აქტივობებისათვის და მისი მოსწავლეების მშობლებს ექსკურსიაში აქტიური ჩართულობისათვის.