კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

29937c98-9c9b-4ae5-b84a-15a3b230c092
image00001
513917584_743701731510759_1912240171572954828_n
513309756_743559901524942_363703278428546158_n
513631045_742895381591394_2082076973398199342_n
506974498_742054401675492_9095122671388516972_n

VIა და VIბ კლასის მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებლის თეატრში

სკოლა ,,პოლიგლოტში” მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით დირექციისა და პედაგოგების ხელშეწყობით ხშირად ხორციელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო გასვლითი აქტივობა. ამჯერად VIა და VIბ კლასის მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელ, ნინო გოგოლაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებლის თეატრში. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ჯერ წაეკითხათ ნ. დუმბაძის ნაწარმოები ,,მე ვხედავ მზეს”, შემდეგ კი დასწრებოდნენ სპექტაკლს. ბავშვები თეატრიდან დაბრუნდნენ დიდი შთაბეჭდილებებით.სკოლაში იმსჯელეს მხატვრულ ნაწარმოებსა და სპექტაკლს შორის განსხვავებაზე, გამოთქვეს საკუთარი აზრი ნაწარმოებში წარმოჩენილი პრობლემების ირგვლივ. დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორს საინტერესო შემეცნებითი აქტივობისთვის.🎭🎭🌟🌟💫💫🫶🏻🫶🏻❤️