კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

VIბ კლასი სტუმრად ეთნოგრაფიულ მუზეუმში

სკოლა ,,პოლიგლოტის“ VI ბ კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელ ნაზი ზაალიშვილთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში. მოსწავლეებმა მოინახულეს საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი საცხოვრებელი: დარბაზული, ბანიანი, ოდა, მოწნული და ქვითკირის სახლები და დამხმარე ნაგებობები. კიდევ ერთხელ გაეცნენ სამეურნეო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთების ისტორიას. ბევრი ისეირნეს და დღე პიკნიკით დაასრულეს.

ექსკურსია იყო საინტერესო, შემეცნებითი და ამავე დროს გასართობი.

დიდი მადლობა კლასის დამრიგებელ ნაზი ზაალიშვილს საინტერესო ღონისძიებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.