სკოლა პოლიგლოტის VI კლასის მოსწავლეები, ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან და კლასის დამრიგებელ ეკატერინე შუბითიძესთან ერთად ესტუმრნენ ხელოვნების სასახლეს, სადაც მოსწავლეები დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას „ჩემი ხელნაკეთი დღიური“.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს XIX საუკუნეში აგებული ულამაზესი სასახლე. მოისმინეს მისი აგების ისტორია, რომელიც გერმანელმა პრინცმა სიყვარულის ნიშნად ულამაზეს ქართველ ქალბატონს აუგო. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასახლეში დაცული უნიკალური ექსპონატები: ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, ეროვნული და სასცენო კოსტიუმების კოლექციები. შემდეგ მოისმინეს მინი ლექცია ცნობილი ადამიანების დღიურებზე, ბოლოს კი ძალიან სახალისო და მათთვის ყველაზე სასიამოვნო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა, დაამზადეს ხელნაკეთი დღიური.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის, ასევე მშობლებს აქტიური მხარდაჭერისათვის.





