კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

559833326_829385439609054_4757032051803268650_n
562379411_825767989970799_5822693409215487653_n
561087279_824460610101537_3548071344682186546_n
1
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
526644455_771154618765470_3102988555932484942_n

X – XI კლასელების ვიზიტი ხელოვნების მუზეუმში

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში სკოლის მოსწავლეებისათვის შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მომავალი თაობებისთვის დიდი ქართველი მხატვრების გაცნობას ისახავს მიზნად. 🎨🎨🎨🎨 2023 წლის 8 თებერვალს სკოლა „პოლიგლოტის“ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგმა ქეთევან მაისურაძემ X და XI კლასის მოსწავლეები წაიყვანა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, სადაც მოსწავლეები საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გაეცნენ XX საუკუნის ქართულ ხელოვნებას და პროექტის ავტორმა კოტე ბოლქვაძემ ჩაატარა ტური ქართველ მხატვართა შემოქმედებაზე. მოსწავლეებმა მოინახულეს მხატვრების: ირაკლი ფარჯიანის,აპოლონ ქუთათელაძის, ლევან ცუცქირიძის, ესმა ონიანის, ლევან ჭოღოშვილის და სხვა მხატვართა შემოქმედება. მოსწავლეები, ინფორმაციის მიღების გარდა, ჩაერთნენ საგანმანათლებლო და ანალიტიკურ თამაშებში. პროგრამა ინტერაქციულია, შესაბამისად მოსწავლეებმა ანალიტიკური თამაშების დახმარებით შეძლეს ახალი ინფორმაციისა და და საინერესო დეტალების მარტივად დამახსოვრება. მუზეუმში ვიზიტი იყო ნაყოფიერი და საინტერესო. 💫🫶🏻❤️💫🫶🏻❤️💫🫶🏻❤️