კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

არაფორმალური განათლების ფარგლებში გაიმართა ცირა ბარბაქაძის საჯარო ლექცია თემაზე: შემოქმედებითი აზროვნების განვითარება / მეტაფორული ბარათები და დრუდლები.

26 იანვარს, სკოლა პოლიგლოტში გაიმართა შეხვედრა თემაზე: შემოქმედებითი აზროვნების განვითარება / მეტაფორული ბარათები და დრუდლები. არაფორმალური განათლების ფარგლებში გამართულ ამ შეხვედრას უძღვებოდა პროფესორი ცირა ბარბაქაძე.

მეტაფორული ასოციაციური ბარათები (შემოკლებით MAC) არის სურათების/ნახატების ნაკრები სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციებით, პერსონაჟებით, საგნებითა და ცხოველებით. ერთი სიტყვით, ჟანრობრივად ძალიან მრავალფეროვანია. ამ ბარათებს უწოდებენ მეტაფორულ ასოციაციურ ბარათებს, რადგან თითოეული ნახატი/ფოტო არის ასოციაცია ან მეტაფორა ადამიანის აზრების, გრძნობების, მოგონებების ან გამოცდილებისა. მეტაფორული ბარათები პროექციული ტექნიკაა, ერთგვარი კინოპროექტორი, რომელიც პირდაპირ არაცნობიერიდან უშვებს „ჩვენს ფილმებს“.

მეტაფორულ ბარათებთან ერთად ძალიან პოპულარულია შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად ე.წ. „დრუდლები“. ეს არის მარტივი ორაზროვანი ნახატები, რომელსაც ცალსახად ვერ გაშიფრავ, ამიტომ ყველა ხედავს თავისას – ეს კი ავითარებს ფანტაზიას.

სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეებისათვის  ეს პროექტი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ისინი აქტიურად ჩაერთნენ და შექმნეს  მრავალფეროვანი ამბები  მეტაფორული ბარათებისა და დრუდლების გამოყენებით.

სკოლა პოლიგლოტი მუდმივად სთავაზობს თავის მოსწავლეებს მსგავსი ტიპის შემოქმედებით და შემეცნებით პროექტებს, რომელიც მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის.