277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

ღონისძიებები

6 ივლისი, 2026

ფესტივალი ,,ოქროს ტალღა“

ბათუმში საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალი სახელწოდებით ,,ოქროს ტალღა“- გაიხსნა, სადაც მონაწილეობა მიიღეს სკოლა პოლიგლოტის სამხატვრო სტუდიო „სფუმატოს“ ნორჩმა მხატვრებმა. ფესტივალის პირველ დღეს გაიმართა გახსნის ცერემონია იახტკლუბში, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა გამოფინეს ზღვის თემასთან დაკავშირებული ნახატები. მეორე დღეს კი ნორჩმა მხატვრებმა წარმოადგინეს პოდიუმი თავიანთი ნახატების მიხედვით: ქალთევზა, დელფინები, ზღვის ვარსკვლავი, მოანას კოსტიუმი, საზღვაო აქსესუარები და სხვა.… Continue reading ფესტივალი ,,ოქროს ტალღა“

სრულად ნახვა
19 ივნისი, 2026

სპექტაკლი “Wonder”

სკოლაპოლიგლოტის მე-7 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ეკატერინე შუბითიძესთან ერთად წარმოადგინეს სპექტაკლი “Wonder”. სპექტაკლი მოგვითხრობს ბიჭზე, რომელსაც სახის თანდაყოლილი თავისებურების გამო კლასელები ჩაგრავენ. მოსწავლეებმა ამ წარმოდგენით კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება რომ იყვნენ უფრო კეთილები, ყურადღებიანი და შემწყნარებლები ერთმანეთის მიმართ. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ეკატერინე შუბითიძეს ასეთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის.

სრულად ნახვა
18 ივნისი, 2026

მე-6 (ბ) კლასის გამოსაშვები ღონისძება

სკოლა პოლიგლოტის მე-6 (ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნინო ოქრუაშვილთან ერთად დაწყებითი საფეხურის დასრულება გამოსაშვები ღონისძებით აღნიშნეს. მოსწავლეებმა სიმღერების, ცეკვების, თეატრალური ნომრებისა და სახალისო სცენების საშუალებით გააცოცხლეს ექვსი წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები, მეგობრობა, ბავშვური სიხარული და სკოლის ყოველდღიური ამბები. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო სამშობლოს სიყვარულს, მშობლებისა და მასწავლებლების მიმართ მადლიერებას. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო ოქრუაშვილს საინტერესო… Continue reading მე-6 (ბ) კლასის გამოსაშვები ღონისძება

სრულად ნახვა
17 ივნისი, 2026

მე-6(ა) კლასის გამოსაშვები ღონისძება

სკოლა პოლიგლოტის მე-6(ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ სოფო დვალიშვილთან ერთად დაწყებითი საფეხურის დასრულება გამოსაშვები ღონისძებით აღნიშნეს. მოსწავლეებმა გაიხსენეს განვლილი წლები, ბედნიერი და დატვირთული დღეები, სცენიდან მადლობა გადაუხადეს ყველა იმ მასწავლებელს, ვინც ამ წლების განმავლობაში ასწავლიდა. ბოლოს კი გააზიარეს თავიანითი სამომავლო გეგმები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფო დვალიშვილს ასეთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის

სრულად ნახვა
15 ივნისი, 2026

მე-5(გ) კლასის დასკვნითი ღონისძიება

სკოლა პოლიგლოტის მე-5(გ) კლასის მოსწავლეებმა  დამრიგებელ გურანდა ხუსკივაძესთან ერთად წარმოადგინეს დასკვნითი ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ შექმნის  150 წლის იუბილეს. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს „დედაენის“ შექმნის ისტორიაზე, მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, ფასდაუდებელ როლსა და ღირებულებებზე. მოსწავლეებმა  პატივი მიაგეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლს და კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს, რომ „დედაენა“ მხოლოდ სასწავლო წიგნი კი არა, ეროვნული თვითმყოფადობის, კულტურისა… Continue reading მე-5(გ) კლასის დასკვნითი ღონისძიება

სრულად ნახვა
15 ივნისი, 2026

მე-5(ბ) კლასის ღონისძიება – “მხატვრული მოგზაურობა”

სკოლა პოლიგლოტის მე-5(ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ირმა ჯავახიშვილთან ერთად წარმოადგინეს შემოქმედებითი ღონისძიება – “მხატვრული მოგზაურობა”. მოსწავლეები ცნობილი მხატვრების როლებში წარდგნენ, გვიამბეს მათი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, გაგვაცნეს მსოფლიო ხელოვნების გამორჩეული ნიმუშები და მაყურებელი ფერების, ემოციებისა და წარმოსახვის საოცარ სამყაროში ამოგზაურეს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ მათ მხატვრების ცნობილი ნამუშევრები გააცოცხლეს და სცენაზე ხელოვნების ნამდვილი დღესასწაული… Continue reading მე-5(ბ) კლასის ღონისძიება – “მხატვრული მოგზაურობა”

სრულად ნახვა
14 ივნისი, 2026

მე-5 (ა) კლასის ღონისძიება – “ჩემი სამშობლო – საქართველო”

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლინეტა ფუთურიძესთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება – “ჩემი სამშობლო – საქართველო”. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ქართული ლექსების, სიმღერებისა და მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრების საშუალებით მაყურებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამოგზაურეს – კახეთიდან აფხაზეთამდე. მათ სიყვარულითა და სიამაყით წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყნის მდიდარი კულტურა, ტრადიციები, ისტორია და ის ღირებულებები, რომლებიც ქართველ ერს საუკუნეების განმავლობაში… Continue reading მე-5 (ა) კლასის ღონისძიება – “ჩემი სამშობლო – საქართველო”

სრულად ნახვა
13 ივნისი, 2026

მე-4 (ბ) კლასის ღონისძიება „ცოდნის გზა გრძელდება”

სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ თამარ ჯანხოთელთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება „ცოდნის გზა გრძელდება”. მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს ოთხი წლის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც სავსე იყო ემოციებით. მათ ისაუბრეს პირველ ნაბიჯებზე, მიღებულ ცოდნასა და ეროვნულ ღირებულებებზე, შეასრულეს საცეკვაო ნომრები და იმღერეს ინგლისურად, ფრანგულად და ქართულად. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებელ თამარ ჯანხოთელს ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების ორგანიზებისათვის და… Continue reading მე-4 (ბ) კლასის ღონისძიება „ცოდნის გზა გრძელდება”

სრულად ნახვა
12 ივნისი, 2026

მე-4(ა) კლასის გამოსაშვები ღონისძიება

სკოლა პოლიგლოტის მე-4(ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მაკა წურწუმიასთან ერთად გამართეს გამოსაშვები ღონისძიება. ღონისძიება მიეძღვნა დედაენას, სამშობლოს და იმ ფესვებს რომლებზეც ჩვენი მომავალი თაობა იზრდება. მოსწავლეებმა გაიხსენეს ნაბიჯები პირველი კლასიდან დღემდე და ამ დროის განმავლობაში მიღწეული წარმატებისათვის დაჯილდოვდნენ. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაკა წურწუმიას ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისათვის და ყველა იმ მასწავლებელს, რომელიც ამ დროის მანძილზე… Continue reading მე-4(ა) კლასის გამოსაშვები ღონისძიება

სრულად ნახვა
11 ივნისი, 2026

მე-2 (გ) კლასის ღონისძიება “საქართველო, ჩემი სამშობლოა”

სკოლა პოლიგლოტის მე-2 (გ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ანი ჭელიძესთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება “საქართველო, ჩემი სამშობლოა”. მოსწავლეებმა სტუმრებს გააცნეს საქართველოს კუთხეები ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით. ასევე გაგვიზიარეს ცოდნა საქართველოს კუთხეების ტრადიციებისა და კულტურის შესახებ. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანი ჭელიძეს საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს მხარდაჭერისთვის.

სრულად ნახვა
7 ივნისი, 2026

მე-3 (გ) კლასის ღონისძიება – “ჯადოსნური ჩემოდანი“

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (გ) კლასის მოსწავლეებმა, მათემატიკის  მასწავლებელ, სოფო მუმლაძესთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება — “ჯადოსნური ჩემოდანი“ , რომლითაც მოსწავლეებმა იმოგზაურეს  საქართველოს ულამაზეს კუთხეებში. მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების საშუალებით გაგვაცნეს ჩვენი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, ღირსშესანიშნაობები და ის უნიკალური თავისებურებები, რომლებიც საქართველოს თითოეულ კუთხეს განსაკუთრებულს ხდის. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ბავშვებში სამშობლოს სიყვარულის, ეროვნული ღირებულებების პატივისცემისა… Continue reading მე-3 (გ) კლასის ღონისძიება – “ჯადოსნური ჩემოდანი“

სრულად ნახვა
6 ივნისი, 2026

მე-2 (ბ) კლასის ღონისძიება — „შვიდფერა ყვავილის ჯადოსნობა“

სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ მაია ხუტუნიშვილთან ერთად, წარმოადგინეს ღონისძიება — „შვიდფერა ყვავილის ჯადოსნობა“. სცენარის მიხედვით, ჯადოსნური შვიდფერა ყვავილის თითოეულმა ფურცელმა ბავშვებს სხვადასხვა სურვილი აუსრულა. ეს სურვილები ეხებოდა სამშობლოს სიყვარულს, მეგობრობას, ბედნიერებას, ცოდნას, დედაენას, მშობლების სიყვარულსა და ფერად ოცნებებს. ლექსებით, სიმღერებით, ცეკვითა და გულწრფელი ემოციებით მოსწავლეებმა მაყურებელს სითბოთი, სიკეთითა და ფერადი იმედებით სავსე… Continue reading მე-2 (ბ) კლასის ღონისძიება — „შვიდფერა ყვავილის ჯადოსნობა“

სრულად ნახვა
6 ივნისი, 2026

მე-3 (ა) კლასის ღონისძიება – ,, მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო”

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ნონა წამალაშვილთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება – ,, მოგზაურობა  მსოფლიოს გარშემო”  მოსწავლეებმა სტუმრებთან ერთად იმოგზაურეს სხვადასხვა ქვეყანაში, ისაუბრეს მათ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე. იმღერეს სიმღერები ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, შემოგვთავაზეს ქვეყნების ტრადიციული ცეკვები. ბოლოს კი დაბრუნდნენ საყვარელ სამშობლოში და ღონისძიება დაასრულეს ქართული არაჩვეულებრივი სიმღერითა და ცეკვით.  სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის… Continue reading მე-3 (ა) კლასის ღონისძიება – ,, მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო”

სრულად ნახვა
5 ივნისი, 2026

1-ელი (ბ) კლასის ღონისძიება

სკოლა პოლიგლოტის 1-ელი (ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ სოფიო შერმაზანაშვილთან ერთად წარმოგვიდგინეს პირველი კლასის დამამთავრებელი ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და წარმოადგინეს მრავალფეროვანი საცეკვაო ნომრები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის კლასის დამრიგებელ სოფიო შერმაზანაშვილს და ყველა იმ მასწავლებელს, რომლებიც მთელი წლის მანძილზე მუშაობდნენ პატარებთან.

სრულად ნახვა
5 ივნისი, 2026

მე-2 (ა) კლასის ღონისძიება — “ენა, მამული, სარწმუნოება“

სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ა) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ანა მუმლაძესთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება — “ენა, მამული, სარწმუნოება“. მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების საშუალებით, გაგვაცნეს ჩვენი ქვეყნის საამაყო წარსული, ტრადიციები, კულტურა და ენის უნიკალური თავისებურებები, რომლებიც საქართველოს თითოეულ კუთხეს განსაკუთრებულს ხდის. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა მუმლაძეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის.

სრულად ნახვა