კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მე-5(ბ) კლასის ღონისძიება – “მხატვრული მოგზაურობა”

სკოლა პოლიგლოტის მე-5(ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ირმა ჯავახიშვილთან ერთად წარმოადგინეს შემოქმედებითი ღონისძიება – “მხატვრული მოგზაურობა”.

მოსწავლეები ცნობილი მხატვრების როლებში წარდგნენ, გვიამბეს მათი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, გაგვაცნეს მსოფლიო ხელოვნების გამორჩეული ნიმუშები და მაყურებელი ფერების, ემოციებისა და წარმოსახვის საოცარ სამყაროში ამოგზაურეს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ მათ მხატვრების ცნობილი ნამუშევრები გააცოცხლეს და სცენაზე ხელოვნების ნამდვილი დღესასწაული შექმნეს.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებელ ირმა ჯავახიშვილს ასეთი საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიების ორგანიზებისთვის, ასევე პედაგოგებს ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის.