სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა) კლასში ლინეტა ფუთურიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე: ქართული ხალხური ლექსი “ქართლის ტყვე”. გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეები მოსწავლეებმა ისაუბრეს თავისუფლების ფასზე, სამშობლოს სიყვარულის არსსა და მნიშვნელობაზე. გარდა ტექსტის ლიტერატურული გააზრებისა, მათ იმსჯელეს მის გრამატიკულ ფორმებზე. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ლინეტა ფუთურიძეს საინტერესო ღია გაკვეთილის ჩატარებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-6(ა) კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ბუნებაში, თემაზე: „ადამიანის სხეული და ჯანმრთელობა“. გაკვეთილი მიეძღვნა ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს,რომლის დევიზი 2026 წელს არის „ჯანმრთელი დასაწყისი-იმედიანი მომავალი“. მოსწავლეებმა აიმაღლეს ცნობიერება ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, გამართეს დისკუსია და კედლის გაზეთებით წარმოადგინეს პრეზენტაციები ადამიანის მავნე ჩვევებზე; ასევე ისაუბრეს ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკების საზიანო მოქმედებაზე. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ბუნების… Continue reading ღია გაკვეთილი ბუნებაში, თემაზე: „ადამიანის სხეული და ჯანმრთელობა“
სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ბ) კლასში თამარ ჯანხოთელმა ჩაატარა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ბუნებაში. გაკვეთილის თემა იყო ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია და მის შემოქმედება, ხოლო რაც შეეეხება ბუნებისმცოდნეობას ისაუბრეს ძალიან საინტერესო თემებზე: მთა, მთის წყარო, წყალი და ხმელეთი. მოსწავლეებმა შეასრულეს არაერთი საინტერესო აქტივობა და სიღრმისეული ცოდნა გამოავლინეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობა უხდის თამარ ჯანხოთელს ასეთი საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ბ) კლასში დამრიგებელმა მარიამ მჭედლიშვილმა ჩაატარა ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებასა და ქართულში. გაკვეთილზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ჩრდილის წარმოქმნის მიზეზებზე, ისაუბრეს სხვადასხვა ტიპის სხეულებზე და ჩრდილის მათზე არაერთგვაროვნ ზემოქმდებაზე. ბოლოს კი ჩრდილების ტექნიკის გამოყენებით წარმოადგინეს მოთხრობა – ,,ენაჭარტალა”. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მარიამ მჭედლიშვილს საინტერესო ღია გაკვეთილის ჩატარებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის 1-ელ (ა,ბ,გ) კლასებში დამრიგებლებემა: თამარ რიჟამაძემ, სოფო შერმაზანაშვილმა და ნინო კიკაძემ ჩაატარეს ღია გაკვეთილი თემაზე: „ანბანის გაცილება“. გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეთა მიერ შესწავლილი ასო-ბგერების ამოცნობა და დასახელება, ასევე ხმოვან და თანხმოვან ბგერათა გარჩევა. სასწავლო პროცესში გამოყენებული იყო მრავალფეროვანი აქტივობები. ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იაკობ გოგებაშვილის საგანმანათლებლო მემკვიდრეობაზე. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს საინტერესო… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე: „ანბანის გაცილება“
სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ბ) კლასში მირანდა ხუსკივაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაში. გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოთხრობა “The ant and the beetle”. მათ დიდი მონდომებით მოთხრობის პერსონაჟების როლები. გაკვეთილის ბოლოს გააკეთეს ტექსტის გრამატიკული ანალიზი და გამოავლინეს კარგი საგნობრივი ცოდნა. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მირანდა ხუსკივაძეს საინტერესო ღია გაკვეთილის ჩატარებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-3 (გ) კლასში ინგლისური ენის მასწავლებელმა, მარიამ ცაბაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: “Things in the house”. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, თამაშებისა და ვიზუალური აქტივობების საშუალებით წინდებულებისა და ლექსიკის გამოყენება რეალურ სიტუაციაში. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მარიამ ცაბაძეს საინტერესო ღია გაკვეთილის ჩატარებისთვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ბ, გ) კლასებში ნათია ქანთარიამ ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში, თემაზე: ,,დრო, დროის 24-საათიანი და 12-საათიანი ფორმატი”. მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა საათის შესახებ, ისწავლეს დროის წაკითხვა, როგორც 12-საათიან, ისე 24-საათიან ფორმატში, ამოიცნეს A.M. და P.M. აღნიშვნები. ასევე იმუშავეს წყვილებში და პრაქტიკული დავალებებით განამტკიცეს მიღებული ცოდნა. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნათია ქანთარიას ასეთი საინტერესო ღია… Continue reading ღია გაკვეთილი მე-5 (ბ, გ) კლასებში
სკოლა პოლიგლოტის მე-3 (გ) კლასში, ბუნების მასწავლებელმა, ანა მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ბუნებრივი მოვლენები და ჰაერის ტემპერატურა”. გაკვეთილის მიზანი იყო შესწავლილი მასალის შეჯამება და განმტკიცება. მოსწავლეებმა დიდი მონდომებით სხვადასხვა დავალება და გასმოავლინეს კარგი საგნობრივი ცოდნა. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა მუმლაძეს შემოქმედებითი და საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა, ბ) კლასებში ისტორიის მასწავლებელმა თინათინ დორეულმა ჩაატარა გაერთიანებული ღია გაკვეთილი თემაზე – „იმერეთი“. მოსწავლეებმა ისაუბრეს იმერეთის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ადგილმდებარეობაზე, დასახლების ტიპებზე, მეურნეობის დარგებსა და მის კურორტებზე. ასევე, წარმოადგინეს პრეზენტაციები იმერეთის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ. მათ შექმნეს ეთნოგრაფიული იმერული საცხოვრებელი სახლის მაკეტები (ოდა სახლები) და სხვა მატერიალური, ყოფა-ცხოვრების ამსახველი ნივთები (ჭური,… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე – „იმერეთი“
სკოლა პოლიგლოტის მე-9(ბ) კლასში ჩატარდა ღია – ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისურ ენასა და ქიმიაში, თემაზე: ,,მჟავა, ტუტე და მარილები – მათი თვისებები და პრაქტიკული დანიშნულება’’. გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს. მოსწავლეებმა ქართულ და ინგლისურ ენებზე გაარჩიეს ნაერთები კლასების, თვისებების, ფერის ცვლილებებისა და რეაქციების მიხედვით. ასევე დაადგინეს ხსნარების PH, ამოხსნეს ლაკმუსის ქაღალდის მუშაობის პრინციპი და… Continue reading ღია – ინტეგრირებული გაკვეთილი მე-9(ბ) კლასში
სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ბ)კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ბუნებაში თემაზე: ,,მცენარეები”. მოსწავლეებმა წინარე ცოდნაზე დაყრდნობით, გაიხსენეს ცოცხალი სამყაროს ოთხი სამეფო, დაასახელეს მცენარის ნაწილები და მნიშვნელობა, გამრავლების ტიპები და თავისებურებები, განასხვავეს მცენარეთა თესლები. დაადგინეს წიწვოვან და ყვავილოვან მცენარეებს შორის მსგავსება-განსხვავება, გაეცნენ მწერიჭამია მცენარეებს. უყურეს საინტერესო ვიდეო მასალებს, შეასრულეს არაერთი საინტერესო აქტივობა და მოსწავლეებმა სიღრმისეული ცოდნა გამოამჟღავნეს. სკოლა… Continue reading ღია გაკვეთილი მე-4 (ბ)კლასში
სკოლა პოლიგლოტის მე-3 (გ) კლასში მაკა წურწუმიამ ჩაატარა ღია გაკვეთილი – წაკითხული ტექსტის გააზრება, გაგება ჭაბუა ამირეჯიბის ,,დროის ფასის’’ მიხედვით. მოსწავლეებმა გაიაზრეს წაკითხული ტექსტი, აღწერეს პესრსონაჟები, მოვლენები და ისაუბრეს მწერლის მთავარ სათქმელზე. გაკვეთილის შეჯამებისას კი გაიხსენეს ქართულ ენაში შესწავლილი გრამატიკული ნორმები, ტექსტში მოძებნეს საგნის აღმნიშვნელი სიტყვები, მიუთითეს ბრუნვები, ბრუნვის ნიშნები, ამოწერეს ზედსართავი სახელები და მოქმედების… Continue reading ღია გაკვეთილი მე-3 (გ) კლასში
სკოლა პოლიგლოტის მე-11 კლასში ჩატარდა ღია-ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ხელოვნებაში, გეოგრაფიასა და ისტორიაში თემაზე: გრიგოლ ორბელიანის ლექსი ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში”. მოსწავლეებმა ერთმანეთს დააკავშირეს სხვადასხვა საგნიდან მიღებული ცოდნა, გააანალიზეს ლექსი, ისაუბრეს ბეთანიის ტაძარზე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, აღწერეს ბეთანიის გეომორფოლოგიური მდებარეობა და გარემო. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ… Continue reading ღია-ინტეგრირებული გაკვეთილი მე-11 კლასში
სკოლა პოლიგლოტის მე-4(ა) კლასში მაკა წურწუმიამ ჩაატარა ღია-შემაჯამებელი გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილის მიზანი იყო განვლილი მასალის შეჯამება. მოსწავლეებმა იმუშავეს არსებითი სახელის ბრუნვასა და ბრუნვის ნიშნების წინადადებებში სწორად გამოყენებაზე. ასევე, გააკეთეს პრეზენტაცია თემაზე -,,ჩემი პროფესია’’. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაკა წურწუმიას საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.