277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

სკოლის შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სკოლა პოლიგლოტში

 სკოლაში ბავშვებს დახვდებათ თბილი, მეგობრული გარემო და ისინი თავს იგრძნობენ უსაფრთხოდ.


სკოლაში ბავშვებთან მუშაობენ პროფესიონალი და გამოცდილი პედაგოგები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს მაქსიმალურად გამოამჟღავნოს თავისი შესაძლებლობები და მოახდინოს თავისი ცოდნის რეალიზება.


ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებითა და მათი შედეგებით. ისინი წამატებით აგრძელებენ სწავლას სხვადასხვა უნივერსიტეტებში.


ეს საიტი, ვიმედოვნებთ, მოგცემთ საშუალებას ახლოს გაეცნოთ ჩვენს სკოლას და მის ყოველდღიურ ცხოვრებას.


საუკეთესო სურვილებით

სკოლის დირექტორი

მზია დაუშვილი

1V0B4569
1V0B4634

სკოლის შესახებ

სკოლა ”პოლიგლოტი” დაარსდა 2006 წლის იანვარში. მისი იურიდიული სტატუსია შპს (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება). მისი დამფუძნებელია მზია დაუშვილი.სკოლაში არის სწავლების ოთხი ეტაპი: სკოლამდელი მზაობის, დაწყებითი I-VI საბაზო VII-IX და საშუალო X-XII.

 

სკოლა ორიენტირებულია უცხო ენების გაძლიერებულ სწავლებაზე, რისთვისაც სწავლების პროცესში იყენებს ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებს.

 

სკოლაში მუშაობენ პროფესიონალი და გამოცდილი პედაგოგები,რომლებიც ზრუნავენ იმისათვის,რომ მოსწავლეებმა მაქსიმალურად შეძლონ გამოამჟღავნონ თავისი ცოდნა და შესაძლებლობები.

 

.

სკოლის მიზანია აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნება და განუვითაროს მას გონებრივი,ფიზიკური და ინტელექტუალური უნარ-ჩვევები. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ მოსწავლეს ჩამოუყალიბოთ ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა.ხელს ვუწყობთ მათ გააცნობიერონ საკუთარი უფლება-მოვალეობები ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე.


მოსწავლეებს ემსახურება სკოლის ტრანსპორტი.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებითა და მათი შედეგებით. ისინი წარმატებით აგრძელებენ სწავლას სხვადასხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.

1V0B2537

სკოლის მისია

თბილისის კერძო სკოლა ,,პოლიგლოტის“ მისია არის ეფექტური, უსაფრთხო, მოდერნიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შექმნა, რომელიც მოწოდებულია, აღზარდოს პატრიოტი, თავისუფლად მოაზროვნე, სოციალურად აქტიური მოქალაქე, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება დღევანდელ სწრაფადცვალებად სამყაროში და მომავალში პროდუქტიულ წვლილს შეიტანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

სკოლის დანიშნულებაა
სკოლა უზრუნველყოფს
სკოლა ორიენტირებულია
სკოლის საქმიანობა
სკოლა მოწოდებულია