სკოლა პოლიგლოტმა უმასპინძლა English Book Education-ის TOEFL-ის საერთაშორისო გამოცდაზე გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალს. მონაწილე მოსწავლეებმა წარმატებით დაძლიეს TOEFL-ის სამივე ტური და გამოავლინეს მაღალი აკადემიური დონე ინგლისურ ენაში. ყველა ფინალისტს გადაეცა TOEFL-ის საერთაშორისო სერტიფიკატი, რაც მნიშვნელოვანი აღიარებაა მათი ცოდნისა და შრომის. ვულოცავთ პოლიგლოტის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს დიდ წარმატებას და მადლობას ვუხდით მშობლებს აქტიური მხარდაჭერისთვის!
26 სექტემბერი ენების ევროპული დღეა სკოლა პოლიგლოტი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით შეუერთდა ამ დღეს. კვირეულის განმავლობაში განხორციელდა სხვადასხვა შემეცნებითი, შემოქმედებითი და სახალისო აქტივობა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ “ენები გვაერთიანებს”. უცხო ენების ცოდნა გვაძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას გავეცნოთ სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის უცხო ენების კათედრას და მის პედაგოგებს : მირანდა ხუსკივაძეს,… Continue reading ენების ევროპული დღე
სკოლა პოლიგლოტი გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას გისურვებთ სიხარულს, ბედნიერებასა და ულევ წარმატებას ცოდნის უკიდეგანო სამყაროში
მოგესალმებით, ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო! მოგახსენებთ, “ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში მიმდინარე 2026–27 სასწავლო წელს განხორციელებული ცვლილების თანახმად, სასწავლო პროცესში, სკოლის მიერ შერჩეულ სახელმძღვანელოებთან ერთად, გამოიყენება სამინისტროს მიერ შექმნილი სკოლის სახელმძღვანელოები, რომელთა შემუშავება და ეტაპობრივი დანერგვა 2028 წლის სექტემბრისთვის დასრულდება. აღნიშნულის შესაბამისად, ამ ეტაპისთვის, სამინისტროს მიერ შეიქმნა შემდეგი საგნების პირველი სემესტრის სახელმძღვანელოები: I კლასი –… Continue reading 2026–27 სასწავლო წელის სახელმძღვანელოები
ჩვენი სკოლის ჭადრაკის მასწავლებლის, ალექსანდრე კოდუას, მნიშვნელოვანი წარმატება! მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის (FIDE) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2026 წლის FIDE-ის არბიტრთა სემინარის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე კოდუამ წარმატებით ჩააბარა FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა. ალექსანდრე მსაჯის სტატუსით ჩართული იყო, ასევე, ფოთის XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალში, რომელმაც 10 ქვეყნის 530 ქართველი და უცხოელი მოჭადრაკე გააერთიანა. ვულოცავთ ალექსანდრეს… Continue reading ჭადრაკის მასწავლებლის, ალექსანდრე კოდუას, მნიშვნელოვანი წარმატება
სკოლა პოლიგლოტის ცეკვის სტუდია „ნილეა“ მონაწილეობდა ბათუმში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე „ოქროს საწმისი“. მონაწილეობა ძალიან წარმატებული იყო. ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ მოცეკვავეებსა და მათ პედაგოგებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. ვუსურვებთ კიდევ ბევრ ღირსეულ გამარჯვებასა და შემოქმედებით წინსვლას.
სკოლა პოლიგლოტის ფრანგული ენის მასწავლებლები: ირმა ჭანკოტაძე და გვანცა არაბული დაესწრნენ საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას, რომელიც საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. ეს ღონისძიება ფრანგულ-ქართული ურთიერთობებისა და მეგობრობის ნამდვილ განსახიერებად იქცა. სტუმრები მეგობრულმა, თბილმა და სტუმართმოყვარე გარემომ გააერთიანა. სკოლა პოლიგლოტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის საფრანგეთის საელჩოს ღონისძიებაზე მიწვევისა და მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის. განსაკუთრებით ვაფასებთ საელჩოს მხარდაჭერას საქართველოში… Continue reading საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება
სკოლა პოლიგლოტის მე-9 (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნინო გოგოლაძესთან და გეოგრაფიის მასწავლებელ ნინო წამალაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე საგურამოსა და ზედაზენზე. მოსწავლეებმა მოინახულეს საგურამოში არსებული ღირსშესანიშნაობები და ეწვივნენ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს. ასევე იმყოფებოდნენ ზედაზნის მამათა მონასტერში და მოისმინეს მონასტრის ისტორია. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს საინტერესო კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური მხარდაჭერისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-7 კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ეკატერინე შუბითიძესთან და მათემატიკის მასწავლებელ ზურა შუბითიძესთან ერთად სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ რაბათის ციხესა და მწვანე მონასტერში. ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, ისტორიული ცნობიერების ამაღლება და არაფორმალურ გარემოში შემეცნებითი გამოცდილების მიღება. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ეკატერინე შუბითიძესა და ზურა შუბითიძეს ექსკურიის ორგანიზებისათვის, ასევე მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-6 (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნინო ოქრუაშვილთან, ბუნებისმეტყველების პედაგოგ ნინო წამალაშვილთან და მასწავლებელ მარიამ მთივლიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე ქვათახევის მონასტერში. ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის საქართველოს კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობა და ეროვნული ფასეულობებისადმი პატივისცემის გაღრმავება. ვიზიტის შემდეგ მოეწყო პიკნიკი ბუნებაში, რომელიც იყო გასართობი და შემეცნებითი. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს ექსკურსიის ორგანიზებისათვის… Continue reading მე-6 (ბ) კლასის ექსკურსია
სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ბ) კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ მაია ხუტუნიშვილთან ერთად სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ მარტყოფის ღვთაების მონასტერში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მონასტერი და მიიღეს ინფორმაცია მის კულტურულ-ისტორიულ მნიშვნელობაზე. ვიზიტის შემდეგ მოეწყო პიკნიკი ბუნებაში, რომელიც იყო გასართობი და შემეცნებითი. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაია ხუტუნიშვილს ექსკურსიის ორგანიზებისთვის, და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის
სკოლა პოლიგლოტის მე-8(ა, ბ) კლასების მოსწავლეები სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან, ხატია ჭილავასთან ერთად საქართველოს პარლამენტს, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ესტუმრნენ. მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ საქართველოს პარლამენტის ისტორიას, სტრუქტურასა და ფუნქციებს. მათ დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია კანონების მიღების პროცესის, კომიტეტების როლისა და პარლამენტის წევრების საქმიანობის შესახებ. ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო იმიტირებული საკომიტეტო სხდომა. თითოეულმა მოსწავლემ თავი… Continue reading მე-8(ა, ბ) კლასების მოსწავლეები საქართველოს პარლამენტში
ბათუმში საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალი სახელწოდებით ,,ოქროს ტალღა“- გაიხსნა, სადაც მონაწილეობა მიიღეს სკოლა პოლიგლოტის სამხატვრო სტუდიო „სფუმატოს“ ნორჩმა მხატვრებმა. ფესტივალის პირველ დღეს გაიმართა გახსნის ცერემონია იახტკლუბში, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა გამოფინეს ზღვის თემასთან დაკავშირებული ნახატები. მეორე დღეს კი ნორჩმა მხატვრებმა წარმოადგინეს პოდიუმი თავიანთი ნახატების მიხედვით: ქალთევზა, დელფინები, ზღვის ვარსკვლავი, მოანას კოსტიუმი, საზღვაო აქსესუარები და სხვა.… Continue reading ფესტივალი ,,ოქროს ტალღა“
სკოლა პოლიგლოტის მე-5(ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ლინეტა ფუთურიძესთან ერთად იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე სიღნაღსა და ბოდბეში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სიღნაღის ისტორიული ღირსშესანიშნაობები, გაეცნენ ქალაქის კულტურულ და არქიტექტურულ მემკვიდრეობას. ბოდბეში კი მოინახულეს წმინდა ნინოს მონასტერი. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ლინეტა ფუთურიძეს საინტერესო კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური მხარდაჭერისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-6(ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ სოფო დვალიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე ძამას ხეობაში. გასვლითი ღონისძიების მიზანი იყო ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და ძამას ხეობის სიწმინდეების მონახულება. მოსწავლეებმა მოილოცეს ყინწვისის, სარკინეთის, ერთუბნის მონასტრები და ,,კეთილგონიერი ავაზაკის” ტაძარი. ვიზიტის შემდეგ მოეწყო პიკნიკი ბუნებაში, რომელიც იყო გასართობი და შემეცნებითი. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფო დვალიშვილს კლასგარეშე აქტივობის… Continue reading მე-6(ა) კლასის ექსკურსია