სკოლა პოლიგლოტის მე-5(ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ლინეტა ფუთურიძესთან ერთად იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე სიღნაღსა და ბოდბეში.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს სიღნაღის ისტორიული ღირსშესანიშნაობები, გაეცნენ ქალაქის კულტურულ და არქიტექტურულ მემკვიდრეობას. ბოდბეში კი მოინახულეს წმინდა ნინოს მონასტერი.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ლინეტა ფუთურიძეს საინტერესო კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური მხარდაჭერისათვის.
