კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

ღია-ინტეგრირებული გაკვეთილი მე-11 კლასში

სკოლა პოლიგლოტის მე-11 კლასში ჩატარდა ღია-ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ხელოვნებაში, გეოგრაფიასა და ისტორიაში თემაზე: გრიგოლ ორბელიანის ლექსი ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში”.

მოსწავლეებმა ერთმანეთს დააკავშირეს სხვადასხვა საგნიდან მიღებული ცოდნა, გააანალიზეს ლექსი, ისაუბრეს ბეთანიის ტაძარზე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, აღწერეს ბეთანიის გეომორფოლოგიური მდებარეობა და გარემო.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ანა ჯავახიშვილს, ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძეს, ისტორიის მასწავლებელ თინა დორეულს და გეოგრაფიის მასწავლებელ ნინო წამალაშვილს საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებისათვის.