კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მე-2 (ბ) კლასის ღონისძიება — „შვიდფერა ყვავილის ჯადოსნობა“

სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ მაია ხუტუნიშვილთან ერთად, წარმოადგინეს ღონისძიება — „შვიდფერა ყვავილის ჯადოსნობა“.

სცენარის მიხედვით, ჯადოსნური შვიდფერა ყვავილის თითოეულმა ფურცელმა ბავშვებს სხვადასხვა სურვილი აუსრულა. ეს სურვილები ეხებოდა სამშობლოს სიყვარულს, მეგობრობას, ბედნიერებას, ცოდნას, დედაენას, მშობლების სიყვარულსა და ფერად ოცნებებს. ლექსებით, სიმღერებით, ცეკვითა და გულწრფელი ემოციებით მოსწავლეებმა მაყურებელს სითბოთი, სიკეთითა და ფერადი იმედებით სავსე დღე აჩუქეს.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაია ხუტუნიშვილს საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისთვის და მშობლებს მხარდაჭერისთვის.