სკოლა პოლიგლოტის მე-5(გ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ გურანდა ხუსკივაძესთან ერთად წარმოადგინეს დასკვნითი ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ შექმნის 150 წლის იუბილეს.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს „დედაენის“ შექმნის ისტორიაზე, მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, ფასდაუდებელ როლსა და ღირებულებებზე.
მოსწავლეებმა პატივი მიაგეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლს და კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს, რომ „დედაენა“ მხოლოდ სასწავლო წიგნი კი არა, ეროვნული თვითმყოფადობის, კულტურისა და განათლების მნიშვნელოვანი სიმბოლოა.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებელ გურანდა ხუსკივაძეს ასეთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისთვის, ასევე პედაგოგებსა და მშობლებს აქტიური მხარდაჭერისთვის.


