კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მე-3 (გ) კლასის ღონისძიება – “ჯადოსნური ჩემოდანი“

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (გ) კლასის მოსწავლეებმა, მათემატიკის  მასწავლებელ, სოფო მუმლაძესთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება — “ჯადოსნური ჩემოდანი“ , რომლითაც მოსწავლეებმა იმოგზაურეს  საქართველოს ულამაზეს კუთხეებში.

მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების საშუალებით გაგვაცნეს ჩვენი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, ღირსშესანიშნაობები და ის უნიკალური თავისებურებები, რომლებიც საქართველოს თითოეულ კუთხეს განსაკუთრებულს ხდის.

მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ბავშვებში სამშობლოს სიყვარულის, ეროვნული ღირებულებების პატივისცემისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფო მუმლაძეს საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისთვის და მშობლებს აქტიური მხარდაჭერისთვის.