კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლების სტუმრობა ,,პოლიგლოტში“

დღეს სკოლა „პოლიგლოტს“ ეწვია ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლობა: სარა მერჩანტი – პოლიტიკური მდივანი /კიბერ უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი, ნინო ვადაქარია – კიბერ უსაფრთხოების პროგრამის მენეჯერი, ლიკა შავიშვილი – საზოგადოებასთან და მედიასთან სამსახურის ხელმძღვანელი, ვიკა ზამთარაძე – საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და პოლიტიკური ოფიცერი.

 სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლა და მოსწავლეებს ესაუბრნენ  სხვადასხვა აქტუალურ თემაზე: XXI სუკუნის ერთ-ერთ დიდ გამოწვევაზე – კიბერუსაფრთხოებაზე, ქალის როლზე დიპლომატიაში და საგანმანათლებლო პროგრამებზე დიდ ბრიტანეთში. სტუმრებს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის შედგა მეგობრული დისკუსია და აზრთა გაცვლა-გამოცვლა.  

სტუმრებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მზია დაუშვილმა, გააცნო სკოლა „პოლიგლოტის“  მისია, ისტორია და  სკოლის განვითარების სამომავლო სტრატეგიები. ქალბატონმა მზიამ, საბოლოოდ, სტუმრებს დიდი მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის და იმედი გამოთქვა შემდგომში თანმშრომლობის გაგრძელების.  

მოსწავლეებმა მიიღეს  სამახსოვრო საჩუქრები და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებთან გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.  

დიდი მადლობა სკოლა „პოლიგლოტის“ ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგს სალი ბოხუას, საინტერესო შეხვედრის ორგანზიებისა და წარმართვისათვის.