კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

გამოფენა ხელოვნების სასახლე ,,მუზაში”

სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ხელოვნების სასახლე ,,მუზაში” ჩატარებულ გამოფენაში, სადაც პროექტში ,, ჩემო საქართველო” რომის ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს პროფესიონალ და ახალგაზრდა მხატვრებს.

ჩვენმა მოსწავლეებმა გამოფინეს არაჩვეულებრივი ნამუშევრები და დიდი ოსტატობა გამოამჟღავნეს ძველი თბილისის მოტივზე დახატულ ნამუშევრებში,რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიების ფარგლებში სკოლის სასწავლო ნაწილმა ქალბატონმა ეკატერინე სიორდიამ, სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და სკოლის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ღონისძიების ავტორებს ქალბატონ ერნა წიფურიასა და ქალბატონ ნინა ჩიხლაძეს. ასევე განსაკუთრებული მადლობა ხელოვნების მასწავლებელს სოფიო ლიჩელს, მსგავსი ტიპის პროექტებში მოსწავლეების აქტიური ჩართულობისათვის და მხარდაჭერისათვის. მშობლებსა და მასწავლებლებს: ნონა წამალაშვილსა და მაკა წურწუმიას კი განსაკუთრებული თანადგომისათვის.