კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

გასვლითი შეხვედრა ბოტანიკურ ბაღში

ლიტერატურული კლუბის წევრებმა ხელმძღვანელთან, მელანო ჩოკორაიასთან ერთად მოაწყვეს საგანმანათლებლო და შემოქმედებითი გასვლითი შეხვედრა ბოტანიკურ ბაღში.

შეხვედრის მიზანი იყო არაფორმალურ გარემოში მოსწავლეთა ლიტერატურული ინტერესების გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, მსჯელობისა და არგუმენტირებული აზრის გამოხატვის უნარების განვითარება, ასევე ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული საკლუბო კულტურის გაძლიერება.

შეხვედრა დაიწყო ბაღის ტერიტორიაზე მცირე ექსკურსიით. მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ წიგნებზე, წარმოადგინეს არგუმენტები, თუ რატომ ურჩევდნენ მათ წაკითხვას, ისაუბრეს წიგნის თემებზე, სტილზე, გმირებსა და ავტორებზე. შემდეგ კი აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მელანო ჩოკორაიას ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.