კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

დავით აღმაშენებლის ხსოვნას დაკავშირებული პროექტი

სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ა,ბ) კლასის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებელთან ია დორეულთან, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან ხატია ჭილავასთან, ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან მელანო ჩოკორაიასთან ერთად განახორციელეს პროექტი, რომელიც მიეძღვნა დავით აღმაშენებლის ხსოვნას და მისი გარდაცვალებიდან 900 წლის თავს.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებელთან ერთად დეტალურად განიხილეს დავით აღმაშენებლის მეფობის წლები, მის მიერ ჩატარებული რეფორმები, ქრონოლოგიურად წარმოადგინეს მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები. შექმნეს კედლის გაზეთი და იმ პერიოდის საქართველოს რუკა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს ისტორიის კლუბის ბავშვებმა.

სამოქალაქო განათლების ჭრილში, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დეტალურად მიმოიხილეს “ძეგლისწერის” ძირითადი პრინციპები და მნიშვნელობა ქართული სამართლის განვითარებისთვის.

აღნიშნული ღონისძიება იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სამოქალაქო განათლების ფარგლებში ისტორიული ცოდნის გამოყენება თანამედროვე საზოგადოების გამოწვევების გასააზრებლად და ახალგაზრდა თაობის სამოქალაქო პასუხისმგებლობის გასაძლიერებლად.

ლიტერატურის მასწავლებელთან ერთად კი მოსწავლეებმა გაანალიზეს, როგორ არის წარმოჩენილი დავით აღმაშენებლის სახე ქართულ პოეზიასა და პროზაში. ლიტერატურული კლუბის წევრებმა პროექტის ფარგლებში შექმნეს გზამკვლევი დავით აღმაშენებლის შესახებ.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ისტორიის კლუბის ხელმძღვანელს, ია დორეულს, ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელ მელანო ჩოკორაიას და სამოქალაქო განათლების პედაგოგ ხატია ჭილავას ასეთი აქტუალური და მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისათვის.