კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ისტორიის კლუბის ხელმძღვანელმა, თინათინ დორეულმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მელანო ჩოკორაიამ განახორციელეს პროექტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: მე-7(ა,ბ), მე-8 (ა,ბ) და მე-9 კლასის მოსწავლეებმა.

პროექტის ფარგლებში წარმოადგინეს სხვადასხვა სახის აქტივობა:

• მოხსენებები და პრეზენტაციები, რომლებიც მიზნად ისახავდა დამოუკიდებლობის აქტის ისტორიული კონტექსტის გაანალიზებას და იმ სოციალური, პოლიტიკური და კულტურული გარემოებების შეფასებას, რომლებმაც განაპირობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბება.

• განიხილეს ეროვნული გმირების – მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას – ღვაწლი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მათი მოღვაწეობის ამსახველი ვიდეომასალების ჩვენება დაეხმარა მოსწავლეებს, კარგად გაეანალიზებინათ ამ გმირების ისტორიული მისია.

• მოსწავლეებმა წარმოადგინეს მერაბ კოსტავას პოეტური ნაწარმოებები, რაც შესაძლებლობას აძლევდა მათ, გაცნობოდნენ ავტორის შინაგან სამყაროს და გაეაზრებინათ მისი შემოქმედება.

• ასევე წარმოადგინეს ქართველი პოეტების მიერ სამშობლოსადმი მიძღვნილი ცნობილი ლექსები.

• პრეზენტაციების მეშვეობით მოსწავლეებმა გააანალიზეს, როგორ არის წარმოდგენილი სამშობლოს თემა ქართულ ლიტერატურაში. პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პატრიოტული ღირებულებების გაღრმავებას,ისტორიისადმი უფრო ღრმა ინტერესის ჩამოყალიბებას და ლიტერატურული მემკვიდრეობის პატივისცემას.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობის ორგანიზებისათვის.