კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნა

21 მარტს, აღინიშნება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და საზოგადოების ყურადღების გამახვილებას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ცხოვრებაზე და მათი ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.

რა თქმა უნდა სკოლა პოლიგლოტიც შეუერთდა ამ დღეს. ჩატარდა სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებასა და სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას.

🔹1-ლი (ა, ბ, გ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლებთან ერთად ანა მუმლაძესთან, მარიამ ხუსკივაძესთან და მაკა ცენგირაშვილთან ერთად უყურეს თემატურ ვოდეოს და დახატეს ნახატები.

🔹მე-2 (ა, ბ, გ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლებთან ნონა წამალაშვილთან, ნინო ჯვებენავასთან და სოფო მუმლაძესთან ერთად შექმნეს კედლის გაზეთები და გამოჭრეს ფერადი წინდები.

🔹მე-3 (ა,ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლებთან მანო ჭანტურიძესთან და მაკა წურწუმიასთან ერთად შექმნეს ულამაზესი პოსტერები.

🔹მე-4 (ა, ბ, გ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლებთან ერთად თამარ რიჟამაძესთან, გურანდა ხუსკივაძესთან და ანა ნიჟარაძესთან ერთად ხელებზე მოირგეს ფერადი წინდები, დახატეს და თავადაც შექმნეს მრავალფეროვანი წინდები.

სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის დაწყებითი კლასების კათედრას ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობების ორგანიზებისთვის.