კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

,,დედამიწა ჩვენი სახლია“

🌎
🫶🏻
✨

სკოლა ,,პოლიგლოტში“ მიმდინარეობს დედამიწის დღესთან დაკავშირებული კვირეული-,,დედამიწა ჩვენი სახლია“.🌎

კვირეულის ფარგლებში გეოგრაფიის მასწავლებლის, ნინო წამალაშვილის, ხელმძღვანელობითა და კლასის დამრიგებლების ხელშეწყობით საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს მრავალი აქტივობა, კერძოდ, გამოუშვეს კედლის გაზეთები, დაამზადეს ფლაერები საინტერესო გზავნილებით , გააკეთეს პრეზენტაციები, ჩაატარეს კონფერენცია, რომელზეც იმსჯელეს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ. აიმაღლეს ეკოლოგიური ცნობიერება და განახორციელეს ეკოაქციაც.

მე-7 კლასის მოსწავლეებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და შეიტანეს თავიანთი წვლილი მშობლიურ ქალაქში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში.

დაწყებითი განათლების კათედრაზე ყველა კლასში განხორციელდა თემატური აქტივობები , გრძელდება ღონისძიებები მიმდინარე კვირას, მოსწავლეები მოინახულებენ ,,გარდენიას“ და კვირეული დასრულდება გრანდიოზული პოდიუმით .

მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ მდგრადი განვითარება საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემაა, რომელიც, საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას, ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.🌎✨🤍💚💙