სკოლა პოლიგლოტში დედამიწის კვირეულის ფარგლებში მე-2 (ბ) კლასში დამრიგებელმა ნინო ჯვებენავამ ჩაატარა საინტერესო და სახალისო აქტივობები, რომლებიც ერთდროულად იყო შემეცნებითი, ეკოლოგიური და შემოქმედებითი.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს ქაღალდის გვირგვინები, რომლებიც თავზე დაიდგეს. თითოეულ გვირგვინზე გამოსახული იყო დედამიწის დღესთან დაკავშირებული სიტყვები, რაც კიდევ ერთხელ შეახსენებდა მათ ამ დღის მნიშვნელობას.
გარდა ამისა, გამოყენებული ბოთლებისაგან გააკეთეს ქოთნები რომლებშიც ყვავილები ჩარგეს. ეს აქტივობა მიზნად ისახავდა პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობას.
მოსწავლეებმა ასევე წარმოადგინეს პრეზენტაციები. თითოეულმა ისაუბრა დედამიწის დღის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ ძალიან დიდია მათი როლი პლანეტის მომავლის დაცვასა და მოვლა-პატრონობაში.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო ჯვებენავას ასეთი საინტერესო აქტივობების განხორციელებისთვის.












