კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

📖
❤️

სკოლა ,,პოლიგლოტში” დედაენის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში განხორციელდა რიგი ღონისძიებები:

• ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების, მელანო ჩოკორაიასა და თინი ეცადეიშვილის, ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტი სახელწოდებით ,,ჩვენი ენა ქართული”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეექვსე და მეხუთე კლასის მოსწავლეებმა. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში გაღრმავებულიყო მშობლიური ენის სიყვარული, თითოეულ მოსწავლეს ეგრძნო პასუხისმგებლობა ენისა და მამულის წინაშე. მოსწავლეებმა შექმნეს კალიგრაფიის ნიმუშები, გამოუშვეს კედლის გაზეთები, რომლებიც გააფორმეს ილუსტრაციებითა და ორნამენტებით,

• გაიმართა კონკურსი სხვადასხვა ნომინაციაში:

1. კლასი, რომელსაც ჰყავს მხატვრული კითხვის დიდოსტატი;

2. კლასი, რომელსაც აქვს საუკეთესო ხელნაწერები;

3. კლასი, რომელმაც გამოუშვა საუკეთესო კედლის გაზეთი;

4. ჟიურის რჩეული ხელნაწერი;

5. საუკეთესოდ ილუსტრირებული ხელნაწერები.

• ქართული ენის მასწავლებლის ,ანა ჯავახიშვილის, ხელმძღვანელობით მე -7 კლასის მოსწავლეებმა გამოუშვეს ორიგინალური კედლის გაზეთი;

• მე-7-მე-11 კლასის მოსწავლეებმა დედა ენის დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა . კერძოდ, დაწერეს წერილები და ჩანახატები , თუ რას ნიშნავს მათთვის დედა ენის სიყვარული, გამოხატეს გრძნობები, ისაუბრეს ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე .

• ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა ესაუბრეს მოსწავლეებს დედა ენის დღის მნიშვნელობაზე და აჩვენეს დოკუმენტური ფილმები ქართული ენის ისტორიის, წარმოშობისა და საიდუმლოებების შესახებ.

დიდი მადლობა კვირეულის ორგანიზატორებს , მელანო ჩოკორაიასა და თინი ეცადეიშვილს, გაწეული შრომისთვის. ✨🫶🏻სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექციამ პედაგოგები დააჯილდოვა დიპლომებით სასწავლო-შემეცნებითი პროექტის განხორციელებისათვის.❤️❤️❤️