დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სკოლა პოლიგლოტის ეკოკლუბის წევრები გეოგრაფიისა და ქიმიის მასწავლებლებთან ერთად ესტუმრნენ ‘’ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს(GWP)“.
შემეცნებითი ტურის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის წყლის სექტორის მუშაობის გაცნობა და ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი მიმართულებით. სტუმრობის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნენ:
წყლის გაფილტვრისა და დაქლორვის სისტემებს;
ლაბორატორიულ კონტროლს,რომელიც უწყვეტ რეჯიმში ხორციელდება;
ეკო-მეგობრულ მიდგომებს,რომელსაც კომპანია ნერგავს;
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს,რომ წყლის თითოეული წვეთის დაზოგვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა!
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს: ნინო წამალაშვილსა და ნანა ბარიშვილს თემატური აქტივობის ორგანიზებისათვის.







