კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

ენების ევროპული დღე სკოლა პოლიგლოტში

სკოლა პოლიგლოტმა ტრადიციულად წელსაც მიიღო მონაწილეობა ენების ევროპული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში. სკოლაში დაიგეგმა და განხორციელდა მრავალი საინტერესო, შემეცნებითი თუ გასართობი ღონისძიება.

მოსწავლეებმა მასწავლებლების დახმარებით შეისწავლეს დაქტილი ე.წ ყრუ და სმენადაქვეითებულების ანბანი, შექმნეს ენების ხის მაკეტი, პოსტერები, კედლის გაზეთი, კომიქსების წიგნაკი და სხვა მრავალი პროდუქტი ენობრივი მრავალფეროვნების მნიშვნელობის ხაზგასასმელად.

ენების ევროპული დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ტოლერანტობის, კულტურული მრავალფეროვნებისა და ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემის განვითარებას. ამ დღის ფარგლებში მიღებული გამოცდილება მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას უკეთ გაიგონ სხვადასხვა ერების კულტურა, დააფასონ ენობრივი განსხვავებები, შეისწავლონ რაც შეიძლება მეტი ევროპული ენა, რადგან ეს ხელს შეუწყობს მათ ერთიან ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას.