კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

ეროვნული კონფერენცია

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს ზოგადი განათლების რეფორმა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ეროვნული რესპუბლიკური კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სკოლა ,,პოლოგლოტის“ პედაგოგები ანა ჯავახიშვილი და ნათია კოხოძე. ისინი წარმატებით წარსდგნენ ეროვნულ კონფერენციაზე და კოლეგებისგან მოწონება დაიმსახურეს. ანა ჯავახიშვილმა და ნათია კოხოძემ დიდი მადლობა გადაუხადეს კოლეგებს მხარდაჭერისთვის და ბატონ ნიკო სილაგაძეს, ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტს, რომლის ძალისხმევით წარიმართა ეროვნული კონფერენცია. ასევე მათ მადლობა გადაუხადეს განათლების სამინისტროს ექსპერტებს, ქოუჩებს , ქალბატონ მაია ბოჭორიშვილსა და ბატონ როლანდ ხოჯანაშვილს კოლეგიალობისა და მხარდაჭერისათვის.

ზოგადი განათლების რეფორმა წარმატებულად მიმდინარეობს , ამას მოწმობს ეროვნულ კონფერენციაზე წარდგენილი კომპლექსური დავალებები , პროექტები, სტატიები, პედაგოგთა ჩართულობა და აქტიურობა. რეფორმის წყალობით ,სასწავლო პროცესი კიდევ უფრო ეფექტური, მრავალფეროვანი და შედეგიანი გახდება.