კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

ეროვნული სამოსის დღე

ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა, სოფიო ლიჩელმა, ჩაატარა ღონისძიება – პოდიუმი სახელწოდებით ,,ქეთო და კოტე“, სადაც მონაწილეობდნენ სკოლა პოლიგლოტის ხატვის  წრის ,,სფუმატოს“ ნორჩი  მხატვრები.     

მოსწავლეებმა ეროვნული სამოსის ინსპირაციით შექმნეს ულამაზესი ტილოები და ამ ლამაზ სამოსში გამოწყობილებმა შეასრულეს ქართული, აჭარული და ოსური ცეკვები. ისინი მონარნარებდნენ წითელ ხალიჩაზე და წარმოგვიდგენდნენ ქართული ფილმებიდან ცნობილ პერსონაჟებს. (ჭრიჭინა, ხანუმა, ქაბატო, სიკო და ნიკო, თავადი ლევანი და მისი და თეკლე), დიდოსტატის მარჯვენადან-შორენა( მხატვარი-ელენე ახვლედიანი), კინოფილმიდან-,,შერეკილები“- მარგალიტა, ფიროსმანის ნახატები-,,გოგონა ბუშტით‘’ და ,,აქტრისა მარგალიტა“, ფილმიდან-,,ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს“- მაშო, ქართული ფილმიდან  -,,ნატვრის ხე-‘’მარიტა,წარმოთქვეს  იეთიმ გურჯის ლექსი. გაცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საამაყო ქანდაკება- ,,ქართლის დედა“. იმღერეს სიმღერა მამულზე და სარწმუნოებაზე და ბოლოს, წარმოთქვეს ჩვენი წინაპრების ბრძნული გამონათქვამები – თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის სიტყვები.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფიო ლიჩელს ასეთი ლამაზი და ეროვნული სულისკვეთებით სავსე ღონისძიების ორგანიზებისათვის. ასევე მადლობა სკოლის სასწავლო ნაწილს-ეკატერინე სიორდიას, დაწყებითი კათედრის ხელმძღვანელს-თეა ჯაღიაშვილს, ღონისძიების წამყვანებს: ნონა წამალაშვილს, ანა მუმლაძეს და მუსიკის მასწავლებელ – ანა ზაზაშვილს. ხოლო განსაკუთრებული მადლობა მშობლებს აქტიური მხარდაჭერისა და ჩართულობისათვის.