კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

ეროვნული სამოსის დღე

სკოლა პოლიგლოტი გილოცავთ ეროვნული სამოსის დღეს! 🇬🇪

სკოლა პოლიგლოტის მე-7 (ა) კლასის მოსწავლეებმა მუსიკის მასწავლებელთან, თამთა ცანავასთან და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, მელანო ჩოკორაიასთან ერთად ჩაატარეს ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს, ქართული კულტურისა და ტრადიციების,საქართველოს ჰიმნისა და დროშის, ქართული ცეკვისა და მრავალხმიანობის შესახებ. შეასრულეს პატრიოტული თემატიკის სიმღერები.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების გაღვივება. ეროვნული იდენტობის, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა, ინტეგრირებული სწავლების ხელშეწყობა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის, პედაგოგებს- საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისთვის და მშობლებს განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის.