სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრები კლუბის ხელმძღვანელ მელანო ჩოკორაიასთან ერთად თბილისის ისტორიულ უბნებში იმყოფებოდნენ.
მათ მოინახულეს სამების საკათედრო ტაძარი, მეტეხის ტაძარი და დაათვალიერეს ძველი თბილისის უბნები.
თბილისი ქართულ პოეზიაში წარმოჩენილია როგორც სიმბოლური და ემოციური სივრცე, სადაც ისტორიული მეხსიერება, ეროვნული იდენტობა და პირადი განცდები ერთიანდება. შესაბამისად აღნიშნული აქტივობა ემსახურებოდა ლიტერატურის, ისტორიისა და სივრცის ურთიერთკავშირის გააზრებას.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ლიტერატურულ კლუბს და მის ხელმძღვანელს მელანო ჩოკორაიას ასეთი საინტერესო აქტივობისათვის.


