კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

ვიზიტი ტექნოპარკში

სკოლა პოლიგლოტის IX-X კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ტექნოპარკს, სადაც თავმოყრილია უახლესი ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფაბლაბის საწარმოო დანადგარები, მათ შორის 3D-პრინტერი, დაესწრნენ საინტერესო ვორკშოპს და მოისმინეს ინფორმაცია მომავლის პროფესიების შესახებ. შეხვედრის ბოლოს კი გაიმართა დისკუსია მოსწავლეებისათვის საინტერესო საკითხებზე.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ტექნოპარკს და ფაბლაბის წამყვან სპეციალისტებს საინტერესო მასპინძლობისათვის.

სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის ფიზიკის პედაგოგ, ციური პაჭკორიას და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესების მართვის მენეჯერს, მე-9 კლასის დამრიგებელ, ანა ჯავახიშვილს ასეთი მნიშვნელოვანი გასვლითი აქტივობის ორგანიზებისათვის.