კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

ვორქშოფი თემაზე: “როგორ შევქმნათ სიმღერები Suno.AI-ის დახმარებით”

სკოლა პოლიგლოტში არაფორმალური განათლების ფარგლებში გაიმართა პროფესორ ცირა ბარბაქაძის მორიგი ვორქშოფი თემაზე: “როგორ შევქმნათ სიმღერები Suno.AI-ის დახმარებით”. თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიური უნარების განვითარება და ხელოვნურ ინტელექტთან ეფექტური კომუნიკაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება სპიკერმა ვორქშოფის ფარგლებში.

მოსწავლეები გაეცნენ გენერაციულ ჩატბოტებს, რომლებიც მუსიკის შექმნაში ეხმარებიან მომხმარებლებს. მათ პრაქტიკაში გამოცადეს AI-ის პოტენციალი, შექმნეს პრომპტები და ისწავლეს, როგორ შეიძლება ორიგინალური ტექსტების საფუძველზე მუსიკის გენერირება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.

ვორქშოფის მიმდინარეობისას მონაწილეებმა შექმნეს მხიარული და ემოციური სიმღერები, რომლებიც მიუძღვნეს დედებს, მეგობრებს, თანაკლასელებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სკოლის ჰიმნის შექმნას – მოსწავლეებმა პროფესორთან ერთად იმუშავეს ტექსტზე და მუსიკალურ კომპოზიციაზე, რის შედეგადაც შეიქმნა უნიკალური და შთამაგონებელი ნამუშევარი.

ვორქშოფმა ჩაიარა ინტერაქციულ და შემოქმედებით გარემოში. მოსწავლეებმა მიიღეს არა მხოლოდ პრაქტიკული ცოდნა, არამედ მოტივაცია და შთაგონება ტექნოლოგიების დახმარებით გააღვიძონ შემოქმედებითობა. მიღებული ცოდნის საფუძველზე მათ უკვე დაგეგმეს ახალი სიმღერების შექმნა და შემოქმედებითი ექსპერიმენტების გაგრძელება.

პოლიგლოტი აგრძელებს ინოვაციური და თანამედროვე საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს შეიძინონ ახალი ცოდნა და ტექნოლოგიებთან ადაპტაციის უნარი.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ცირა ბარბაქაძეს ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ვორქშოფის ჩატარებისათვის.