კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

ვორქშოფი „ციფრული წერა – „მეხსიერების ჩიპი“

სკოლა პოლიგლოტში გაიმართა პროფესორ ცირა ბარბაქაძის ვორქშოფი „ციფრული წერა – „მეხსიერების ჩიპი“. ვორქშოფი არაფორმალური განათლების ნაწილს წარმოადგენდა და მიზნად ისახავდა მოსწავლეების შემოქმედებითი და კრეატიული უნარების განვითარებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან ინტერაქციის გზით.

ვორქშოფის დასაწყისში, მონაწილეებმა მიიღეს ტექსტის დასაწყისი, რომელიც მათ შემდგომ საკუთარი უნიკალური სიუჟეტების დასაწერად გამოიყენეს.მონაწილეებმა შექმნეს ინტენსიური და დაძაბული სიუჟეტები, რომლებშიც მათ განიხილეს მეხსიერების მანიპულაციის, ტექნოლოგიის გავლენისა და პიროვნული იდენტობის თემები.

შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო ხელოვნური ინტელექტის ჩართვა შემოქმედებით პროცესში. მოსწავლეებმა შეადგინეს პრომპტები ChatGPT-თვის, რათა დახმარებოდა ჩატბოტი სიუჟეტის განვითარებაში, პერსონაჟების დახვეწასა და დიალოგების შექმნაში. AI-სთან ინტერაქციისას მათ შეისწავლეს, როგორ შეიძლება ტექნოლოგია გახდეს შემოქმედებითი საქმიანობის გაფართოების ინსტრუმენტი.

ბოლოს კი, მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები ერთმანეთს გააცნეს და განიხილეს, როგორ შეიძლება AI-ისა და ადამიანის თანამშრომლობამ ახალი შესაძლებლობები შექმნას ლიტერატურაში. მათი კრეატიულობა, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარი და ინოვაციური ხედვა ნათლად გამოჩნდა შემოქმედებით ნამუშევრებში.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქალბატონ ცირა ბარბაქაძეს ასეთი საინტერესო და აქტუალური შეხვედრის ჩატარებისათვის.