კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

თექის მასტერკლასი

სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრები ხელმძღვანელთან, მელანო ჩოკორაიასთან ერთად, მონაწილეობდნენ თექის მასტერკლასში, სადაც საინტერესო და შემეცნებით გარემოში გაეცნენ თექაზე მუშაობის ტექნიკას.

მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია თექის დამუშავების, მასალების თავისებურებებისა და ამ ხელოვნებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ. მასტერკლასის პრაქტიკულ ნაწილში მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული თემატური ნამუშევრები. ეს მათთვის განსაკუთრებულად შთამაგონებელი და სასიამოვნო გამოცდილება იყო.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თექის სახელოსნო „ირიათონს“ და მის დამფუძნებელ, მაკა ქობალიას, საინტერესო მასპინძლობისთვის. ასევე, მადლობა მელანო ჩოკორაიას არაფორმალური აქტივობის ორგანიზებისათვის.