სკოლა პოლიგლოტის მე-7 (ა) კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან, ხატია ჭილავასათან და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, მელანო ჩოკორაიასთან ერთად, განახორციელეს ინტეგრირებული პროექტი ბავშვთა უფლებები და ლიტერატურა.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ბავშვთა უფლებების თემაზე ლიტერატურული ტექსტების მეშვეობით. პროექტი აერთიანებს ლიტერატურასა და სამოქალაქო განათლებას, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებას,კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და ემპათიის გაღვივებას. მოსწავლეებმა შეისწავლეს, თუ როგორ ასახავს ლიტერატურა ბავშვთა უფლებებს, სოციალურ და ეთიკურ საკითხებს.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს ასეთი საიტერესო აქტივობის ჩატარებისათვის.





